საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტი, რომლის ფარგლებში, ფოლკლორის სასახლეში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა მომღერლების, მოცეკვავეების და ორკესტრის მონაწილეობით, „იმედის“ (რუსთავი 2-ის და „პირველი არხის“) ეთერში გადაიცა და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით უყურებდნენ.
ერთ-ერთი ულამაზესი ნომერი იყო ანრი ჯოხაძის მიერ შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“, რომელმაც მაყურებელს განსაკუთრებული შთაბეჭდილება დაუტოვა. ეს შესრულება მაყურებლმა აღიქვა, როგორც, ანრი ჯოხაძემ მიუძღვნა გარდაცვლილ დედას კომპოზიტორ რუსუდან ჩხეიძეს:
„ანრი აკლდი საახალწლოდ საქართველოს. ძლიერი ხარ. რომ არ გემღერა დედა არ გაპატიებდა.ნათელი მის სულს და შენ წარმატებები“
„ახალწლამდე დედა დაკარგა და ყველაფრის მიუხედავად მაინც დგას სცენაზე და მაგრადაა…გულში ტკივა და ეწვის, მაგრამ იცის, რომ ამით დედას გაუხარდება რომ ძლიერია და სცენაზე დგას და მღერის…დედას სცემს პატივს უფალმა გაანათლოს მისი სული..უმაგრესი შვილი და ძლიერი ადამიანი ხართ გაგიმარჯოს“
„არ გემღერება, მაგრამ მღერი… ანრი…“
„შენ დედას უმღერე ნამდვილად, ბრავო…“
„თავის დედიკოს უმღერის, ვტირი…“
„მიყვარდა, მიყვარს, სულ მეყვარება ეს უძლიერესი მომღერალი“
„ასეთი სასწაული ნამღერი ყვავილების ქვეყანა არ მომისმენია…“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


