პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტივახტანგ ჭიაბერაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

ვახტანგ ჭიაბერაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტმა ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან შვეიცარიელი ტიმეო კორი დაამარცხა.

21-იდან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

  ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა ტოპ-ათეულშია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი