პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ეჰ, თამუნია, თამუნია" - ვინ იყო სინამდვილეში ქუთაისელი ლამაზმანი

“ეჰ, თამუნია, თამუნია” – ვინ იყო სინამდვილეში ქუთაისელი ლამაზმანი

“ეეჰჰ, თამუნია, თამუნია” – ეროსი მანჯგალაძის დაუვიწყარი ტემბრით წარმოთქმულ, ქალის ამ სახელს, გულიც რომ თან ამოჰყვება, იცით, ვისი მისამართით იყო ნათქვამი? ვინ იყო შერეკილების თამუნიას რეალური პროტოტიპი?

თამუნია გენძეხაძეს მთელი ქუთაისი და თბილისი ეტრფოდა. ეს ის თამუნიაა, რომელიც ჯერ რეზო გაბრიაძის მუზად იქცა, მოგვიანებით კი – გია ყანჩელის. პროტოტიპს გენიალურ „შერეკილებში“ უკვდავება სწორედ დრამატურგის მახვილმა კალამმა არგუნა.

დათო ლიკლიკაძე: – ძირძველ ქუთაისელებს კარგად ემახსოვრებათ თამუნია გენძეხაძე…

ღმერთო, რა ლამაზი იყო ქალბატონი თამუნია. მე რომ მას ქუჩაში ავედევნებოდი, უკვე 70 წელს იყო გადაცდენილი, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი არისტოკრატული, ისეთი ნაზი, ისეთი სათნო… ან რა ხმა ჰქონდა. რომ დაიწყებდა საუბარს, ეგრევე გაჯადოვებდა. ან როგორ უხდებოდა სიგარეტი, ან როგორ სვამდა ჩაის 90-იანი წლების ბისტროში ზაირასთან ერთად. ნახეთ სრულად

  იდუმალი გუმბათი-ჭა პორტუგალიაში, სადაც სავარაუდოდ, მასონად კურთხევის ცერემონიები იმართებოდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი