ორშაბათი, მარტი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიეხმარება თუ არა ლოცვა ავადმყოფებს? - ექიმების კვლევა

ეხმარება თუ არა ლოცვა ავადმყოფებს? – ექიმების კვლევა

ათასობით წლის განმავლობაში, მორწმუნეები მთელს მსოფლიოში – სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლები – მიმართავდნენ ღმერთს ლოცვებითб თავიანთი საყვარელი ადამიანების გამოჯანმრთელებისთვის.

მეცნიერები (მათ შორის ბევრი ღრმად რელიგიური ადამიანი) არაერთხელ ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ, რამდენად ეფექტიანია ამ სახის ლოცვა – თუმცა, წარუმატებლად.

და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კვლევა მიუთითებს შესაძლო სუსტ კავშირზე ჯანმრთელობის ლოცვებსა (ჩვეულებრივ თერაპიასთან ერთად) და პაციენტების დაჩქარებულ გამოჯანმრთელებას შორის, მეცნიერთა უმეტესობა ძალიან სკეპტიკურად უყურებს მათ აღმოჩენებს, რაც მიუთითებს ასეთი “ჩარევის” ეფექტიანობის გაზომვის საიმედო მეთოდების ნაკლებობაზე“.

კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდათ Covid-19-ის პანდემიის პიკზე – ბრაზილიელ ექიმებმს, სან პაულოს კერძო საავადმყოფოდან.

აქამდე უცნობი მომაკვდინებელი ვირუსით ინფიცირებულ ასობით პაციენტს ლოცვამ შეიძლება არ უშველოს, მაგრამ  ნამდვილად არ დააზარალებს. ექიმებმა პაციენტების წერილობითი თანხმობით ჩაატარეს საკუთარი კლინიკური კვლევა.

ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჩამოთვლილია „ლოცვა“, როგორც ექსპერიმენტული თერაპია.
ექსპერიმენტი 2020 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდა. გამოყენებული ტესტირების მეთოდი – ეგრეთ წოდებული რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, საკონტროლო ჯგუფის კვლევა – ითვლება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის ოქროს სტანდარტად.

ახალი ინფექციისთვის სპეციფიკური წამლების არარსებობის გათვალისწინებით, ექიმებს მაინც შეეძლოთ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა შეეთავაზებინათ კოვიდ პაციენტებისთვის. მაშასადამე, ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იყო უკიდურესად მარტივი: იმის შემოწმება, იმოქმედებდა თუ არა პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებაზე ლოცვები. მათ შორის – სიკვდილიანობის პროცენტზე (ანუ მათი გადარჩენის მაჩვენებელზე).

ამისთვის ორასი ზრდასრული პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული დიაგნოზით, შემთხვევითობის პრინციპით დაიყო ორ ჯგუფად.

არც ინფიცირებულმა და არც მისმა მკურნალმა და მკვლევარმა ექიმებმა იცოდნენ, რომელ ჯგუფში მოხვდა ესა თუ ის კონკრეტული პაციენტი გათამაშების შედეგად.
პაციენტთა ორივე ჯგუფმა მიიღო ჩვეული სამედიცინო დახმარება „კორონავირუსული პაციენტების მკურნალობისთვის მიღებული პროტოკოლის შესაბამისად“.

ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ექიმების თხოვნით, ადგილობრივი ქრისტიანული თემის ლიდერები რეგულარულად ლოცულობდნენ დღეში სამჯერ (სულ ოთხი საათის განმავლობაში) ექსპერიმენტული ჯგუფის თითოეული პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის, მთელი პერიოდის განმავლობაში.

„თითოეული ლოცვის თეოლოგიური ცოდნა არ შეიძლება ობიექტურად შეფასდეს“, აღიარებენ კვლევის ავტორები, „თუმცა, მათი ნებაყოფლობითი მონაწილეობა [ექსპერიმენტში] და გულწრფელი რწმენა ჯანსაღი ლოცვის ეფექტურობის შესახებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო მათ შერჩევისას“.

ექიმების ზოგადი რეკომენდაციები მლოცველების მიმართ იყო უკიდურესად სპეციფიკური: საჭირო იყო ლოცვებში პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნა, ასევე ხელოვნური ვენტილაციისა და პაციენტის ინტენსიურ თერაპიაში ყოფნის დროის შემცირება.
ორივე ჯგუფში კლინიკური კვლევების შედეგები თითქმის იდენტური იყო. ყოველ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის ლოცვას საერთოდ არ ჰქონდა გავლენა დაღუპულთა წილზე: კოვიდიდან დაღუპულთა რიცხვი ორივე შემთხვევაში ერთნაირი აღმოჩნდა (თითოდან რვა ადამიანი).

შესაბამისად, კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ კოვიდ პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის ლოცვების „არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა“ არც პაციენტების მკურნალობის საერთო შედეგზე და არც მისი გამოჯანმრთელების სიჩქარეზე.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა გაატაროთ 7 დღე უზბეკეთში

როგორ უნდა გაატაროთ 7 დღე უზბეკეთში

10 March, 2025
დაჩქარების სინდრომი: როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ თანამედროვე ცხოვრების საფრთხე – გიორგი ფხაკაძე გირჩევთ

დაჩქარების სინდრომი: როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ თანამედროვე ცხოვრების საფრთხე – გიორგი ფხაკაძე გირჩევთ

მარტი 7, 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კვების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

კვების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მარტი 10, 2025
ვარჯიში ყოველდღიურ რუტინაში – როგორ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი

ვარჯიში ყოველდღიურ რუტინაში – როგორ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი

მარტი 10, 2025
“დღემდე მახსოვს, როგორ პატარა ოთახში ვცხოვრობდი…” – კრისტინა ოჩიგავას სწავლა და ცხოვრება სამხრეთ კორეაში

“დღემდე მახსოვს, როგორ პატარა ოთახში ვცხოვრობდი…” – კრისტინა ოჩიგავას სწავლა და ცხოვრება სამხრეთ კორეაში

10 მარტი 2025
თბილისის შემოსასვლელში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმა იგეგმება

თბილისის შემოსასვლელში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმა იგეგმება

მარტი 10, 2025
ოქროს ფასი მსოფლიო ბირჟებზე — ქორწინების ბეჭდების 33%-იანი გაძვირება და მისი გავლენა ბაზარზე

ოქროს ფასი მსოფლიო ბირჟებზე — ქორწინების ბეჭდების 33%-იანი გაძვირება და მისი გავლენა ბაზარზე

მარტი 10, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი