სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდიექსტრემალური ამინდი მომდევნო 20 წელიწადში ადამიანთა 70 პროცენტს შეეხება

ექსტრემალური ამინდი მომდევნო 20 წელიწადში ადამიანთა 70 პროცენტს შეეხება

მომდევნო ოც წელიწადში, ყოველი ოთხი ჩვენგანიდან სამი საკუთარ თავზე გამოცდის ამინდის უკიდურეს ცვლილებებს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

„საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენი გაანგარიშებით, სწრაფი ცვლილებები 1,5 მილიარდ ადამიანს შეეხება“, — ამბობს ნორვეგიის კლიმატის კვლევის საერთაშორისო ცენტის (CICERO) ფიზიკოსი ბიორნ სამსეტი.

ასეთი სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუკი მნიშვნელოვნად შევამცირებთ სათბურის აირების გამოყოფას — რაც ჯერ მიუღწეველია.

სხვა შემთხვევაში, CICERO-ს კლიმატის მეცნიერის, კარლი ილისა და მისი კოლეგების მოდელირებამ აჩვენა, რომ თუკი ამჟამინდელი კურსი გაგრძელდება, სახიფათო ცვლილებები დედამიწის მოსახლეობის 70 პროცენტს შეეხება.

მათი მოდელირების თანახმად, სამომავლო მოვლენათა დიდი ნაწილი უკვე გარდაუვალია.

„ამასთან გამკლავების ერთადერთი გზა არის სიტუაციისთვის მომზადება, უპრეცედენტოდ ექსტრემალური ამინდის მოვლენებისთვის, თანაც მომდევნო ოცი წლის განმავლობაში“, — განმარტავს სამსეტი.

ასეთი უკიდურესობების მაგალითები უკვე გამოვცადეთ.

ევროპის კლიმატის სერვისის, „კოპერნიკის“ მონაცემები აჩვენებს, რომ დედამიწამ სულ ახლახან გამოსცადა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცხელი ზაფხული აღრიცხულთა შორის. წინა რეკორდი გასულ წელს ეკუთვნოდა. რეკორდულად თბილი ზამთარი იდგა სამხრეთ ნახევარსფეროშიც.

გლობალური ტემპერატურის ასე მატებამ განაპირობა ფატალური ხანძრები, წყალდიდობები, შტორმები და გვალვები; ეს ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს ქმნის უფრო მეტი დაავადების გავრცელებისთვისაც.

„საომარ ზონაში მცხოვრებთა მსგავსად, რომელთაც გამუდმებით ესმით ბომბებისა და იარაღის ხმა, სულ უფრო და უფრო ვეჩვევით და აღარაფრად ვაგდებთ განგაშის ზარებს, რომელსაც ბუნება რეკავს“, — ამბობს ვუდველის კლიმატური მკვლევარი ჯენიფერ ფრანსისი.

ილისა და მისი ჯგუფის მოდელირების თანახმად, მომავალში ამინდის ექსტრემალური ცვლილებები დღევანდელზე სწრაფად მოხდება. ეს კი გაზრდის უფრო სახიფათო ტემპერატურის, წვიმისა და ქარის შანსებს.

მაგალითად, მშრალი ჭექა-ქუხილის რაოდენობისა და მშრალი გარემოს რაოდენობის ზრდა მთელ მსოფლიოში უფრო ახშირებს და აძლიერებს ტყის ხანძრებს/ 2022 წელს, პაკისტანში ძლიერ სითბურ ტალღას უპრეცედენტო წყალდიდობა მოჰყვა, რაც მილიონობით ადამიანს შეეხო.

„საზოგადოება განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება უკუდურესობათა მაღალ მაჩვენებელთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე საფრთხე იზრდება. სითბურმა ტალღებმა შეიძლება გამოიწვიოს სითბური სტრესი და სიკვდილიანობის ზრდა როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში; ასევე ეკოსისტემის სტრესი, სოფლის მეურნეობაში მოსავლის შემცირება, ელექტროსადგურების გაგრილების პრობლემა და ტრანსპორტის ხელშეშლა“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ნალექების ზრდას შეუძლია გამოიწვიოს წყალდიდობები და დააზიანოს დასახლებები, ინფრასტრუქტურა, მოსავალი და ეკოსისტემები, გაზარდოს ეროზია და შეამციროს წყლის ხარისხი. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი