ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებისაკითხავიექსპერტები გვირჩევენ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, თუ უძილობას ვერაფრით ვშველით

ექსპერტები გვირჩევენ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, თუ უძილობას ვერაფრით ვშველით

გიჭირთ დაძინება? დაწექით და ჩაძინებისთვის ძალიან დიდი ხანი გჭირდებათ? ძილის ეს პრობლემები დაღლილობას გიჩენთ, გძაბავთ და გფიტავთ მეორე დღის განმავლობაში? ეს ყველაფერი თვეობით გრძელდება?

არტო არ ხართ. ქრონიკული უძილობა (ინსომნია) მსოფლიოში მრავალ ადამიანს აწუხებს.

შეიძლება უკვე სცადეთ სუნთქვითი ვარჯიშები, დამამშვიდებელი მუსიკა, თეთრი ხმაური, ბნელ და წყნარ საძინებელში დაძინება, საღამოთი სხვადასხვა საკვების მიღება, ძილის რეგულარული მახასიათებლების დაცვა ან კოფეინის შემცირება.

სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თითქოს პროგრესი გაჩნდა, მაგრამ ინსომნია კვლავ ბრუნდება. რა შეიძლება გააკეთოთ ამის შემდეგ?

გამოცემა The Conversation-ში გამოქვეყნებულ ახალ წერილში, ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფს თქვენთვის სასარგებლო რჩევები აქვს.

რა არ უნდა გააკეთოთ

• საწოლში დიდი დროის გატარება ხშირად იწვევს უფრო მეტ გამოღვიძებას, რაც ინსომნიას კიდევ უფრო აუარესებს

ყავის დალევა და მცირე ხნით ჩაძინებები დღისით შეიძლება ძლიერ გეხმარებოდეთ, მაგრამ კოფეინი ორგანიზმში მრავალი საათით რჩება და თუ ძალიან ბევრ ყავას სვამთ, განსაკუთრებით 14:00 საათის შემდეგ, კოფეინმა შეიძლება ძილი დაარღვიოს. თუ დღისით ჩაძინებები 30 წუთზე დიდხანს გრძელდება ან 16:00 საათის შემდეგ ხდება, შეიძლება შემცირდეს თქვენი „ძილის ვალი“ და ღამით დაძინება კიდევ უფრო გაგიჭირდეთ.

• ალკოჰოლის დალევა შეიძლება სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმაროთ, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ხშირი გამოღვიძება, შეცვალოს ძილის ხანგრძლივობა, ძილის სხვადასხვა ფაზის დრო და შეამციროს ძილის სართო ხარისხი. გამომდინარე აქედან, ალკოჰოლი, როგორც ძილის დამხმარე, რეკომენდებული არ არის.

რა უნდა გააკეთოთ შემდეგ

თუ სიმპტომები 1-2 თვეზე მეტხანს გაგიგრძელდათ, დიდი ალბათობით, თქვენი ინსომნია მიზანმიმართულ მკურნალობას საჭიროებს, რაც ფოკუსირებული იქნება ძილის მახასიათებლებსა და ქცევებზე.

შემდეგი ეტაპია არამედიკამენტური თერაპია, რომელსაც ინსომნიის კოგნიტურ-ქცევით თერაპიას (CBTi) უწოდებენ. ეს გახლავთ ოთხიდან რვა კვირამდე მკურნალობა, რომელმაც უფრო მეტი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე საძილე აბებმა.

ის მოიცავს განათლებას ძილის შესახებ და გვთავაზობს ფსიქოლოგიურ და ქცევით მკურნალობას, რომელიც ხანგრძლივი უძილობის გამომწვევ მიზეზებს აგვარებს.

ინსომნიის მქონე ადამიანთა დაახლოებით 70-80 პროცენტი CBTi-ის შემდეგ უკეთესად იძინებს და შედეგები წელიწადზე მეტხანს ძლებს.

  ჯენიფერ ლოურენსი ორსულობასა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ალაპარაკდა

რა გავაკეთოთ, თუ ესეც არ ჭრის

თუ CBTi-მ თქვენს შემთხვევაში არ იმუშავა, ალბათ ძილის სპეციალისტ ექიმს უნდა მიმართოთ, რათა დადგინდეს, ხომ არ გაქვთ ძილის სხვა დარღვევები, მაგალითად, ძილის ობსტრუქციული აპნოე, რაც ინსომნიას იწვევს.

ასევე მნიშვნელოვანია მართოთ მენტალური ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა, მაგალითად, დეპრესია და მღელვარება, ასევე ფიზიკური სიმპტომები, მაგალითად, ტკივილი, რომელიც ასევე ხელს უშლის ძილს.

სპეციალისტის მიერ მართვას ასევე საჭიროებს ცხოვრების ზოგიერთი სტილი და სამუშაო ფაქტორი, მაგალითად, ცვლაში მუშაობა.

საძილე აბები

საძილე აბები ინსომნიის მართვის წინა ხაზზე რეკომენდებული არ არის. თუმცა, უზრუნველყოფენ ინსომნიის სიმპტომების მოკლევადიან, სწრაფ განკურნებას.

თუმცა, ამ პრეპარატებს შეიძლება გვერდითი ეფექტები ჰქონდეს. მაგალითად, დაცემის რისკი, უგუნებობა მეორე დღეს და ა. შ.

55 წელს ზემოთ ადამიანებს ინსომნიის სამართავად ხშირად უნიშნავენ პრეპარატ მელატონინს. თუმცა, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მისი სარგებელი საკმაოდ შეზღუდულია. ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

#drpkhakadze  #sheniambebi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.