ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც Flydubai-ის რეისზე ინდოელი პილოტი გადაარჩინა, თვთმფრინავში განვითარებულ მოვლენებს TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღწერს.
შოთა მუსაევი ერთ-ერთი მგზავრი იყო ბორტზე, რომელიც სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმის შედეგად ჩამოგდებას გადაურჩა.
კაცი ანუნა ახალაიას “დღის ამბებში” ჰყვება, რომ თვითმფრინავის გატაცების დროს, ბორტზე მძიმედ დაჭრილ ინდოელ პილოტს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
“50 წუთის განმავლობაში ვიყავი მასთან კონტაქტზე, გვეხვეწებოდა რომ გადაგვერჩინა და რომ არ სურდა სიკვდილი”,– ამბობს ექიმი.
შოთა მუსაევის თქმით, ხალხი სიკვდილს სასწაულებრივად იმის გამო გადაურჩა, რომ ბორტზე მგზავრებს შორის ორი პოლიტი იმყოფებოდა და სწორედ მათ დასვეს თვითმფრინავი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში.
ექიმი ვარაუდობს, რომ სავარაუდო ტერორისტს 11 სექტემბრის სცენარის განმეორება სურდა, რისი საშუელაბაც არ მიეცა. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ ებრაელ ექიმთან, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა. 1 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ექსკლუზიური-ინტერვიუ-ქარ/
