ძილის უკმარისობა და უძილობა თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა, არსებობს მარტივი „ტვინის ხრიკი“, რომელიც ექიმის თქმით, საშუალებას გაძლევთ რამდენიმე წუთში ჩაიძინოთ ყოველგვარი სირთულის გარეშე. ეს მეთოდი არა მხოლოდ გაამარტივებს დაძინების პროცესს, არამედ გააუმჯობესებს ძილის ხარისხსაც.
სწორი ძილის რეჟიმის დაცვა ენერგიის, კონცენტრაციისა და ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
როგორ მუშაობს ეს მეთოდი?
ამერიკელი ექიმი ჯო უიტინგტონი გვთავაზობს ეფექტურ ტექნიკას, რომელიც ტვინს ღამის დასვენებისთვის ამზადებს. მეთოდის არსი მარტივია:
აირჩიეთ ნებისმიერი სიტყვა.
გონებაში დაყავით იგი ცალკეულ ასოებად.
თითოეულ ასოსთან მოიფიქრეთ ახალი სიტყვა, რომელიც ამ ასოთი იწყება.
მაგალითად, თუ თქვენი საწყისი სიტყვაა „დასვენება“, ჯერ უნდა მოიფიქროთ სიტყვები, რომლებიც იწყება „დ“-ზე, შემდეგ – „ა“-ზე და ასე შემდეგ.
ექიმის განმარტებით, ეს პროცესი ტვინს კოგნიტურად ამშვიდებს და სასურველ მოდუნების რეჟიმში გადაჰყავს, რაც რამდენიმე წუთში ჩაძინებაში გეხმარებათ.
რამდენ ხანს უნდა ვივარჯიშოთ ამ მეთოდზე?
უკეთესი შედეგისთვის ყოველ ღამით უნდა დაიცვათ ეს ტექნიკა. დროთა განმავლობაში ტვინი მიეჩვევა ამგვარ ნეიტრალურ ფიქრებს, რომლებიც არ იწვევს სტრესს და დაძინებას ამარტივებს.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
თუ მუდმივად განიცდით უძილობას, დაღლილობას და ეს გავლენას ახდენს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, რათა იპოვოთ პრობლემის ძირეული მიზეზი და მისი მკურნალობის ეფექტური გზები.
რამდენი საათი უნდა გვეძინოს?
ძილის ხანგრძლივობა ასაკის მიხედვით განსხვავდება:
მოზრდილებს უნდა ეძინოთ 7 საათი ან მეტი ყოველდღიურად.ახალგაზრდებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ხშირად 9 საათი სჭირდებათ.
მხოლოდ ძალიან მცირე ჯგუფს აქვს უნარი 6 საათზე ნაკლები ძილით სრულყოფილად იფუნქციონიროს, რაც გენეტიკურად არის განპირობებული.
მასალის გამოყენების პირობები