სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ეტყობა, პატრიარქის ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი და... თითებს ულოკავდა" -...

“ეტყობა, პატრიარქის ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი და… თითებს ულოკავდა” – უწმინდესის და მგლის საოცარი ისტორია

პატრიარქი 4 იანვარს 92 წლის გახდა. ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე “პრაიმტაიმთან” იხსენებს ისტორიას, რომელიც უწმინდესმა მას და მის მეუღლეს, ამირან არაბულს უამბო.

ეთერ თათარაიძე: ისეთი სიყვარული და იმდენი სითბო და სიტკბო მიგვიღია პატრიარქისგან, რომელსაც არც ვიმსახურებთ. ის მართლა სითბოსა და სიტკბოსთვის არის ამ ქვეყანაზე გაჩენილი. ვერც დავიჯერებ გაჯავრება, ან ხმამაღლა რამის თქმა თუ შეუძლია. ეს არ შემიძლია წარმოვიდგინო. რაც უფალს მასთან ყოფნის ბედნიერი საათები და წუთები მოუცია, მხოლოდ სიმშვიდის და იმედის მოცემი ყოფილა ჩემთვის. როგორც მთის ქალი, მე მასში ყველა იმ ღირსებას ვხედავ, რაც მთის კაცს შეიძლება ჰქონდეს.

საქართველოს არც ერთი პატრიარქი არ იყო თუშეთის და ხევსურეთის მიწაზე ნამყოფი. და უფალმა მოგვცა ამის წყალობა და როდესაც ჩვენმა სათაყვანებელმა პატრიარქმა, იქ პირველად დაადგა ფეხი, თან ჩვენ ვახლდით. ვერტმფრენით ჩავფრინდით და სამი დღე იქ გავატარეთ.

ომალოში რომ ჩავფრინდით, მოიტანეს ამბავი, რომ დილით ერთ-ერთ ოჯახში აფორიაქებული შველი შევარდნილა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარაო, გვიყვებოდნენ. და სწორედ იმ დღეს ჩაფრინდა იმ მიწაზე უწმინდესი.

ეკლესიამდე მიმავალ გზაზე, მთელმა თუშეთმა მინდორში დაკრეფილი ალპური გვირილების და ყაყაჩოების ბილიკი დაუფინა პატრიარქს. მაშინ ბრძანა უწმინდესმა, მე რომ შემეძლოს ჩემს გულს თუშეთში დავტოვებდი, მაგრამ დანარჩენ საქართველოს რა ვუყოო?

ძალიან მადლიანია. მისგან ბევრს აქვს მადლი მიღებული.

ერთხელ მე და ამირანს გვიამბო მგლის ამბავი (ალბათ, ბევრ სხვასაც).

სნოდან მისმა დეიდაშვილმა, უკვე ცხონებულმა იორამ ღუდუშაურმა მგლის ლეკვი ჩამოუყვანა საჩუქრად და საპატრიარქოში დაუტოვა. პატრიარქი ჰყვება, ვერც ის ვუთხარი, რატომ ჩამომიყვანეო, რახან საჩუქარი იყოო. და მთელი ზამთარი ეფერებოდა თურმე, უვლიდა ამ მგლის ლეკვს. რაც მთავარია, ეს დატყვევებული მგლის ლეკვი ეცოდებოდა.

გაზაფხულზე ახლობლებს თხოვა, მგელი უკან წაეყვანათ და დეიდაშვილთან დააბარა, სთხოვეთ იორამს ეს ლეკვი ბუნებაში გაუშვასო. ერთხელაც, როდესაც სნოში აბრძანდა პატრიარქი, იორამის სახლთან გაუვლია და დაუნახავს, ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება – მივედი ბადესთან ახლოს და დაველაპარაკე: შენ ისევ აქ ჰყავხარ, ამდენი ხანი არ გაგიშვა, ისევ ტყვეობაში ხარ-მეთქი? და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეში; მომიახლოვდაო და თითებზე ლოკვა დამიწყოო. ეტყობა, ხმა და მადლი ჰქონდა მეხსიერებაში ჩარჩენილი. მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგლის ლეკვი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს…

  თეა დარჩია: „პირდაპირი შეხვედრა მქონდა ღმერთთან მეოთხე შვილის გაჩენის დროს, როცა მითხრეს, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით იქნებოდა და გაჩნდა სრულიად ჯანმრთელი…“

მისი ლოცვითა და ვედრებით სულ მშვიდობა და ბედნიერება იყოს ჩვენს ქვეყანაში.

primetime.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი