პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაეს ტერიტორია წლების განმავლობაში „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის განახლებას...

ეს ტერიტორია წლების განმავლობაში „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის განახლებას ითხოვდა – მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ლეონიძის ქუჩის N11ა-ში მდებარე ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო, – განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ეს ტერიტორია წლების განმავლობაში „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის განახლებას ითხოვდა.

„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია პროექტის განხორციელებაში. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე, კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ამფითეატრი და სხვა ურბანული ავეჯი; მოეწყობა განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინვენტარი. უახლოეს მომავალში სამუშაოები დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  „ურთულესი იყო ემიგრაციის პირველი დღეები, ოთხი თვე უმუშევარი ვიყავი...“ - ქეთი მითაიშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი