ჰოლივუდში ატეხილ სკანდალს მომღერალი ნინი შერმადინი ეხმაურება.
ამის შესახებ ნინი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი ქართველებს გვქონია.
„გადარჩენილი ვარ „გოლივუდის“ ვარსკვლავობას. აქამდე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც დამენგრა…ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც… So sad. აღარც ბიონსეს სიმღერები მემღერება. მეწყინა… ყველაზე მეტად ბიონსეს გარევა არ მინდა მართალი იყოს ამ ამბავში. ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი გვქონია ქართველებს დავაფასოთ,“ – წერს ნინი შერმადინი.
ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი (ცნობილი ფსევდონიმით Diddy) ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული.
პროკურატურის მტკიცებით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებზე მყოფ ქალებს ხშირ შემთხვევაში სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ და ნარკოტიკს მათი ნების საწინააღმდეგოდ აძლევდნენ.
რეპერი წვეულებებზე გადაღებულ ვიდეოებს მანიპულაციისა და შანტაჟისთვის იყენებდა. პროკურატურა ამბობს, რომ ცნობილ რეპერთან ერთად ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებიც იყვნენ ჩართული, თუმცა ამ დროისთვის არავინაა დაკავებული.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც…ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი გვქონია ქართველებს, დავაფასოთ“ – ნინი შერმადინი. 30 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-რა-ვნახე-და-წავიკითხე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T01:51:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
