შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„ეს მოგონებები არის ზღაპარი... - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი

„ეს მოგონებები არის ზღაპარი… – რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი

გადაცემის „შენი დილა“ რუბრიკას „რა მოხდა ერთხელ ახალ წელს“ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სტუმრობდა, სადაც საახალწლო ტრადიციასა და რიტუალებზე ისაუბრა.

„ახალი წელი ჩვენს სახლში რიტუალურია და იწყება ნაძვის ხის აწყობით.. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წყალტუბოში ვცხოვრობდით, დედაჩემი და მამაჩემი სამოგზაუროდ რომ მიდიოდნენ, მახსოვს მამაჩემის წუწუნი, დედაჩემი აიძულებდა რაღაც სათამაშოების ჩამოტანას.. ყოველთვის არსებობდა კონკრეტული დღე, როცა დაჯი ნაძვის ხეს აწყობდა.. ყველა სათამაშოს თავისი ისტორია აქვს..

დედასთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ნაძვის ხის აწყობა, ამბობდა რომ ყოველ წელს ნაძვის ხეს უნდა ჰქონდეს ერთი ახალი სათამაშოო.. გვაიძულებდა, რომ ახალი წლის ღამეს ყველა ერთად ვყოფილიყავით.. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ჯადოსნურია ეს ტრადიციები.. ეს მოგონებები არის ზღაპარი…

  როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა ვალენტინობა ვენეციაში? - მსახიობი ძვირად ღირებული ნივთების კადრებს აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი