ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას“ - გულითად ვულოცავთ საქართველოს გარემოს...

„ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას“ – გულითად ვულოცავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსს, კარლო ამირგულაშვილს, ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსს, კარლო ამირგულაშვილს, ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

გულითად ვულოცავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსს, კარლო ამირგულაშვილს, ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას.
ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს პროფესიული ნდობა, გამოცდილება და პასუხისმგებლობის აღების უნარი გარემოს დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ევროპულ პლატფორმაზე. ბერნის კონვენცია ევროპის მასშტაბით ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის ქვაკუთხედია, ხოლო მისი თავმჯდომარის პოზიცია მაღალი პოლიტიკური და პროფესიული პასუხისმგებლობაა.
კარლო ამირგულაშვილის არჩევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს აქტიურ როლს ევროპის საბჭოს სტრუქტურებში, საქართველო–ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზურმუხტის ქსელის განვითარება საქართველოში, რომელიც უკვე 1,3 მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. ეს არის რეალური ნაბიჯი ბუნების დაცვის, მდგრადი განვითარების და მომავალ თაობებზე პასუხისმგებლობის გზაზე.
ეს წარმატება არა მხოლოდ ერთი პროფესიონალის, არამედ მთლიანად ქვეყნის მიღწევაა. ვუსურვებთ კარლო ამირგულაშვილს წარმატებულ თავმჯდომარეობას, ძლიერ საერთაშორისო თანამშრომლობას და კიდევ უფრო თვალსაჩინო შედეგებსსაქართველოსა დაევროპის გარემოს დაცვის ინტერესების სასარგებლოდ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ბეშუმის მიმდებარე საზაფხულო იალაღებზე, ბოძაურის, საკამბეჩოს, ლოდიძირის, შქრენალის იალაღებზე და სარიჩაირის, თეთრობის, დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებში განხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი