ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი“ეს არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელიც მოულოდნელად გვატყდება თავს“ -რატომ შეიძლება, პოზიციური თავბრუსხვევა დაგვემართოს...

“ეს არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელიც მოულოდნელად გვატყდება თავს“ -რატომ შეიძლება, პოზიციური თავბრუსხვევა დაგვემართოს და რა პრობლემებს იწვევს ეს

პოზიციური თავბრუსხვევა რა პრობლემებს იწვევს

ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია საუბრობს, რატომ შეიძლება, პოზიციური თავბრუსხვევა დაგვემართოს და რა პრობლემებს იწვევს ეს:

„ეს დაავადება ხშირად სრულიად მოულოდნელად იჩენს თავს და წინასწარ პროგნოზირება რთულია — განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ფიზიკურად გადაღლილია. დღესასწაულების წინ და შემდეგ ადამიანი ხშირად ზედმეტად იტვირთება: აკეთებს გენერალურ დასუფთავებას, ალაგებს მაღალ თაროებს, კიდებს ფარდებს და სხვა მსგავსი მოძრაობებისას შეიძლება თავი იჩინოს პოზიციურმა თავბრუსხვევამ.

მდგომარეობას ახასიათებს მკვეთრი „ტრიალის“ შეგრძნება, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა თავს ზემოთ აწევს, სწრაფად აბრუნებს, ან საწოლში გვერდით გადაბრუნდება. ზოგჯერ ეპიზოდი რამდენიმე წამიდან 1 წუთამდე გრძელდება. უფრო მძიმე შემთხვევებში სითხეში მდებარე კრისტალები ისეთ პოზიციაში ხვდებიან, რომ გრავიტაციის გამო მუდმივად აწარმოებენ გაღიზიანებას და თავბრუსხვევაც ხანგრძლივდება.

ვისაც უკვე ჰქონია მსგავსი პრობლემა და იცის, რა იწვევს მას, ან უბრალოდ ეჭვობს, რომ გარკვეულ მოძრაობებზე სიმპტომები შეიძლება გაუჩნდეს, სიფრთხილე სჭირდება. რადგან ამ მდგომარეობას ხშირად მოჰყვება მოულოდნელი წონასწორობის დაკარგვა, არსებობს დაცემის, მოტეხილობისა და სხვა არასასიამოვნო შედეგების სერიოზული რისკი და სრულიად არასასურველი შედეგი მოაქვს. ადამიანი მოწყვეტით ეცემა.“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  საკვები, რომელიც აჯანსაღებს როგორც ორგანიზმს, ისე გარეგნობას — სარგებელი, რომელსაც ხედავს ექიმიც და სარკეც
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი