პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაეს ანალიზი ჩააბარეთ თუ მუდმივად ენერგია გაკლიათ - ექიმი მოულოდნელ მიზეზს ასახელებს

ეს ანალიზი ჩააბარეთ თუ მუდმივად ენერგია გაკლიათ – ექიმი მოულოდნელ მიზეზს ასახელებს

თუ დილით გაღვიძებისთანავე თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ, მიზეზი შესაძლოა რკინის დეფიციტი იყოს — ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვები ნივთიერების ნაკლებობაა მსოფლიოში.

ავსტრალიელი ბიოქიმიკოსი და კვების ექსპერტი, დოქტორი ლიბი ვივერი, განმარტავს, რომ რკინის დეფიციტი ხშირად იწვევს დაღლილობას, შფოთვას და კონცენტრაციის პრობლემებს.

რკინა აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისთვის, ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ნივთიერებათა ცვლის და განწყობის რეგულირებისთვის. ქალებში მისი დეფიციტის ძირითადი მიზეზებია ძლიერი მენსტრუაციული სისხლდენა, არასათანადო კვება და რკინის ცუდი ათვისება.

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება რკინის დეფიციტი გაქვთ, ექიმი ვივერი გირჩევთ ჩააბაროთ სისხლის ანალიზი რკინის, ფერიტინისა და ტრანსფერინის დონის დასადგენად. მისი თქმით, ხშირად პაციენტებს ეუბნებიან, რომ მაჩვენებლები ნორმაშია, მაშინაც კი, როცა ფერიტინის დონე დაბალია.

ექიმი ასევე რეკომენდაციას აძლევს, ექიმთან ან დიეტოლოგთან ერთად შეიმუშაოთ ინდივიდუალური კვების გეგმა და რაციონში ჩართოთ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: წითელი ხორცი, კვერცხი, პარკოსნები და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. მცენარეული წყაროებიდან რკინის უკეთ ათვისებისთვის საჭიროა მათი კომბინირება C ვიტამინთან.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი