“ერთ სახლს რომ იყიდით, იკმარეთ, 70 წლის ასაკში გაუბედურებული ნერვებით და ჯანმრთელობით, მეორე სახლს ნუღარ შეეჭიდებით…“ – ნინა მამუკაძე ემიგრანტებს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ბოლო დროს, ხშირად მესმის, თუ როგორ გახშირდა ემიგრაციაში სიკვდილიანობა, ფსიქოლოგიური პრობლემები და ფსიქიკური აშლილობები, ადრე ასე არ იყო, რა გვეშველება და ა.შ.
ჩემო კარგებო, ეს მონაცემები, დროის სვლისა და ემიგრაციის რიცხვობრივი ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება.
მასიური მიგრაცია, საშუალოდ, 20 წლის წინ დაიწყო, ის პირველი თაობა უკვე ასაკშია და ვერც დროულად საქართველოში დაბრუნებას ახერხებენ, ისევ და ისევ ოჯახების “საჭიროებებიდან” გამომდინარე და უცხო მიწაზე ასრულებენ ცხოვრებას. შედეგი ბუნებრივი და ბიოლოგიურია…
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ პრობლემებს, საქართველოდან რომ გაუბედურებული და ჩამოშლილი ნერვული სისტემით ჩამოდის ადამიანი, აქ რომ რელაქსს და თერაპიებს ვერ მოიწყობს თქვენც ხომ იცით და მანაც… უკეთეს ვარიანტში გამოუსვლელ სამსახურში, ანუ ნებაყოფლობით პატიმრობაში შედის, უარეს შემთხვევაში დამსაქმებლების ხელში ვარდება და დადის თვეობით უმუშევარი, ვალს ვალი და საქართველოში პრობლემას პრობლემაზე ემატება და რა გასაკვირია, რომ ყველას, ისედაც გაუბედურებული ფსიქიკა ვერ უძლებდეს?! ეს არც იტალიელების ბრალია, არც გერმანელების და არც ამერიკელების…
კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, ინფორმაციის სწრაფი გავრცელების დონე. 20 წლის წინ, ამბის გასაგებად, თუ “სალაპარაკოსთან” გასვლისთვის უნდა გეცადა დღიდან დღემდე და კვირიდან კვირამდე, ახლა ეკრანზე თითის ერთი ჩამოსმით ყველაფრის საქმის კურსში ხართ. მერწმუნეთ, ეს დიდი ფუფუნებაა. ჰკითხეთ, ძველ ემიგრანტებს.
ასე რომ, ეს ხმები ნუ შეგაშინებთ, ეს, ცხოვრებაა…
მთავარი ისაა, რომ თუ საქართველოში დაბრუნება გადაწყვეტილი გაქვთ, ერთ სახლს რომ იყიდით, იკმარეთ, 70 წლის ასაკში გაუბედურებული ნერვებით და ჯანმრთელობით, მეორე სახლს ნუღარ შეეჭიდებით.
თითოეულ აქაურ ქართველზე ძალიან შემტკივა გული… ყველას გისურვებთ თქვენი პრობლემების ძალიან მალე მოგვარებას და თქვენს ოჯახებთან მალე ჩახუტებას“, – წერს ის.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “ერთ სახლს რომ იყიდით, იკმარეთ, 70 წლის ასაკში გაუბედურებული ნერვებით და ჯანმრთელობით, მეორე სახლს ნუღარ შეეჭიდებით…“ – ნინა მამუკაძე ემიგრანტებს. 29 იანვარი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ერთ-სახლს-რომ-იყიდით-იკმ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi