ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი"ერთი დღე იყო განსაკუთრებით მძიმე. თურმე, ფილტვში წყალი ჩამიდგა... ვერ ვსუნთქავდი. დილით...

“ერთი დღე იყო განსაკუთრებით მძიმე. თურმე, ფილტვში წყალი ჩამიდგა… ვერ ვსუნთქავდი. დილით რომ გავიღვიძე, ნინის ვყავდი ჩახუტებული…” – ხათუნა ჟორდანია შვილების მხარდაჭერაზე

ხათუნა ჟორდანია გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” შვილების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა გავლენა მოახდინა მისმა ავადმყოფობამ ნინი ქარსელაძესა და ანასტასია ხაჩიძეზე:

– როგორც კი ნინი გავაჩინე, მივხვდი, რომ ის ჩემი მფარველი ანგელოზია. მაშინვე ვიცოდი, რომ ღმერთმა ის ცხოვრებაში იმისთვის გამომიგზავნა, რომ ბედნიერი ვიყო. თუმცა, ავადმყოფობის დროს მის ფასს განსაკუთრებით მივხდი. ზურა უბრალოდ დაიბნა, მოტყდა, ამ ავადმყოფობასთან უსუსურად გრძნობდა თავს. მახსოვს, ხშირად მომიჯდებოდა ხოლმე და მეუბნებოდა: “მე რატომ არ დამემართა ეს ყველაფერი?! დაბნეული ვარ, რა ვქნა, არ ვიცი.” ამ დროს ჩვენს ოჯახში, ალბათ, ნინი ყველაზე მაგარი იყო. ყველაფერს ის გეგმავდა, ყველაფერს ის აკეთებდა… ჩემს ცხოვრებაში ერთი დღე იყო განსაკუთრებით მძიმე. არ ვიცოდით და თურმე, ფილტვში წყალი ჩამიდგა. მახსოვს, ვერ ვსუნთქავდი. ის დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. სასუნთქი ბალიშები მომიტანეს. დაღლილობისგან ვეღარც ვწვებოდი, ვეღარც ვჯდებოდი. ბოლოს რაღაც პოზა ვიპოვე. მახსოვს, დილით რომ გავიღვიძე, ნინი იჯდა, მე ვყავდი ჩახუტებული და სასუნთქი ბალიშები ეკავა ხელში, რომ ეკონტროლებინა – როცა დამთავრდებოდა, უნდა გამოეცვალა. მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემი მფარველი ანგელოზია.

ხშირად არის კითხვები: რა არის სიყვარული? რა არის ბედნიერება? მე მივხვდი, ბედნიერება არის ის, რომ ღმერთმა ცხოვრებაში ზურა გამომიგზავნა. ბედნიერი ქალი ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ორი ასეთი მზე მყავს, როგორებიც ნინი და ანასტასია არიან.

  გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი