ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გაუქმდება“ - მარიამ ლაშხი

„ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გაუქმდება“ – მარიამ ლაშხი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი ახალ საგანმანათლებლო ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აქვე, მარიამ ლაშხი ამბობს, რომ არ გაუქმდება ეროვნული გამოცდები.

“პირველ რიგში, ეს არის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ, სახელმწიფო ინტერესებით, ანუ ის მოთხოვნები, რომელიც ქვეყანას აქვს, იმ განათლების და ცოდნის მიწოდება. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეროვნული გამოცდები არ უქმდება, რაც ერთ-ერთი განხილვის თემა იყო. იქნება უფრო გაძლიერებული როგორც სკოლიდან მოწოდებული ცოდნის ნაწილში, ასევე უნივერსიტეტის მიღების ნაწილში,” – აცხადებს მარიამ ლაშხი.

ახალ საგანმანათლებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, სამინისტრო უკვე მუშაობს სასწავლო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, საშუალო განათლება, 12 წლის მაგივრად, 11 წლით ჩანაცვლდება. ინიციატივა შეეხება უმაღლეს სასწავლებლებსაც. უნივერსიტეტები 3+1 სისტემაზე გადადიან, რაც სამწლიან ბაკალავრიატს და ერთწლიან მაგისტრატურას გულისხმობს. დაგეგმილია სხვა ცვლილებებიც.

  შეიძლება თუ არა უარის თქმა ნათლიად გახდომაზე? - მოძღვრის განმარტება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი