საქართველოს ნაკრები სომხეთს მერვედ შეხვდა. 4 მოგება საქართველოს ანგარიშზეა, 2 მოგება – სომხეთის, ორიც ფრედ დასრულდა.
კაპიტნის სამკლავური პირველად გაიკეთა ოთარ კიტეიშვილმა. ის საქართველოს ნაკრების 26-ე კაპიტანია.
გიორგი მამარდაშვილი ეროვნული გუნდის პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემა შასრულა.
გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა. მან ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას გადაასწრო.
დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა. ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი და ნიკა კვეკვესკირი დააბრუნა.
მეზობლების დერბი ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა, რომელზეც ერთგვარი რეკორდიც დამყარდა – როგორც საქართველოს პირველ არხს სომეხმა კოლეგებმა უთხრეს, სომხეთის ნაკრების საშინაო მატჩს ერევანში უცხოეთიდან ამდენი გულშემატკივარი არასდროს დასწრებია. ამ შეხვედრაზე ქართველ ქომაგს ბილეთების გარკვეული კვოტა ჰქონდა გამოყოფილი, მაგრამ როგორც გაირკვა, მათ ადგილობრივი გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების შეძენაც მოახერხეს და ტრიბუნებზე საკამოდ ბევრი ქართელი შეიკრიბა. მათი დამსახურებაცაა, რომ ეროვნულმა გუნდმა გასვლით მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
პირველი მომენტი მე-5 წუთზე ჩაკვეტაძემ შექმნა, რომელმაც ივუს ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და მეტოქის მცველთნ ორთაბრძოლისას საჯარიმოსთან წაიქცა, მაგრამ არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კიტეიშვილთან გაითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ანგარიში გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები