ეპილეფსია ბავშვებში; სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა; რა არის ეპილეფსიური გულყრა? რა შემთხვევაში ისმება ეპილეფსიური სინდრომის დიაგნოზი? როგორ განვასხვავოთ ეპილეფსიური და არაეპილეფსიური შეტევები, განკურნებადია თუ არა ეპილეფსია?
საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი, გვანცა არველაძე:
„ეპილეფსიის ერთი ძალიან საინტერესო ფორმაა, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს არის აბსანს ეპილეფსია. ეს არის წამიერად, 5-10 წამის განმავლობაში ბავშვის გათიშვა. მშობელი ამბობს, თითქოს მასთან არ არის ბავშვი, თითქოს მთვარეზეა. გარინდება, გაყინვა ხდება 5-10 წამის განმავლობაში, არის გაშეშება. შესაძლოა, ატიპიური აბსანსის შემთხვევაში ახლდეს ქუთუთოების ხამხამი.
შეიძლება, დღეში 5-10 და მეტიც გვქონდეს. წამიერი გათიშვა არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი ცნობიერებას კარგავს. ეს ფაქტობრივად გულყრაა. შეიძლება, დღეში იყოს 20-50 და მეტი, თითოეული ეს გულყრა იწვევს ტვინის დაზიანებას და განვითარების შეფერხებას, განსაკუთრებით ბავშვის ჩამოყალიბების ასაკში. როდესაც რაოდენობა იმატებს, ეს თვალსაჩინოა. მშობელმა ექიმს უნდა მიმართოს, ექიმი დანიშნავს შესაბამისი მკურნალობას“.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). ეპილეფსია – ყველაზე ხშირი ნევროლოგიური დაავადება ბავშვებში!. 8 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/ეპილეფსია-ყველაზე-ხშირი/
