პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად კენგურუს ემბრიონი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების (IVF) გზით შექმნეს, – ამის შესახებ BBC იტყობინება.

მეცნიერებმა წარმატებით შექმნეს ოცზე მეტი ნაცრისფერი კენგურუს ემბრიონი. მათი მთავარი მიზანი ამ პროცესის გამოყენება იმ ცხოველების გადარჩენისთვისაა, რომლებიც გადაშენების პირას არიან. კოალები, ტასმანიური ეშმაკები, ვომბატები და სხვა ჩანთოსნები შესაძლოა ამ მეთოდით გადარჩნენ.

ავსტრალიაში ძუძუმწოვარი ჩანთოსნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი პოპულაცია არსებობს, თუმცა, მათგან ზოგიერთი სახეობა დღეს უკვე გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. მეცნიერების აზრით, კენგურუს ემბრიონების შექმნა დაეხმარება „გენეტიკური მასალის შენარჩუნებას“ და შესაძლებელს გახდის ამ ცხოველების გამრავლებას.

2024 წელს, სწორედ ასეთივე მეთოდით, მეცნიერებმა მარტორქის ემბრიონი შექმნეს.

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

 

  როგორ შევარჩიოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა: რჩევები თქვენი იდეალური ტექნიკისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი