პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია იქნება

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალ ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა.

საქართველოს ბოლო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში 2020 წლიდან ლევან იზორია იყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კარტოზიას საჯარო და აკადემურ სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.

ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე, მუშაობდა მკვლევრად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.

ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.

2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

1981 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი

  • 1981–1982 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მთარგმნელი
  • 1985–1988 – თსუ-ის რექტორის თანაშემწე
  • 1985–1988 – თსუ-ის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი
  • 1989 წლიდან – თსუ-ის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე
  • 1997–1998 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
  • 1998–2004 – საქართველოს განათლების მინისტრი

 

  • 2004 წლიდან ცხოვრობს ბერლინში
  • არის ოდერის ფრანკფურტის იადრანის უნივერსიტეტის სოციალური ლინგვისტიკის კათედრის ლექტორი
  • ბერლინში თანამშრომლობს ლიტერატურულ ორგანიზაციებთან და ატარებს სემინარებს თარგმანის თეორიაში
  • 2011 წლიდან ხელმძღვანელობს გერმანულ-ქართული მთარგმნელობითი სახელოსნოს მუშაობას
  • 2017 წლიდან – ჰუმბოლდტის სტიპენდიანტთა ალუმნების კავშირის თავმჯდომარე და საერთაშორისო შეკრებების ორგანიზატორი

აკადემიური ხარისხი და ჯილდოები

  • 1995 – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
  • 1996 – პროფესორის აკადემიური წოდება
  • 2022 – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისგან დაჯილდოებულია დამსახურების ორდენის “დამსახურების ჯვრით”
    (ჯილდო მეცნიერს თბილისში გადასცა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, 2022 წლის 19 მაისს)
  სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი