ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ...

ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე

არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვეხმიანებით განზრახ შეცდომაში შემყვანი არასწორი და გადაუმოწმებელი ცნობების გავრცელებას აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მონაცემების განახლების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები არ წარმოადგენს არსებით სიახლეს ან მნიშვნელოვან გადახრას არსებული პრაქტიკიდან და სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას და სტანდარტებს და არ ეწინააღმდეგება თავისუფალი საჰაერო მარშრუტების სივრცის (FRA) პრინციპებს. მსგავსი ტიპის შეზღუდული ზონები საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული და ფართოდ გამოყენებული მექანიზმია.

აბასთუმნის ობსერვატორიამ შესაბამის უწყებას რამდენიმე წლის წინათ მიმართა და შეზღუდული ზონის ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა. ობსერვატორიის მიმართვებში კვალიფიციურად იყო დასაბუთებული, რატომ მოქმედებს უარყოფითად დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი ასტროკლიმატსა და დაკვირვებების ხარისხზე. ამჟამადაც, მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ეკოლოგიური პირობების შექმნით და ფრენის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

ამასთან, მიმდინარე ცვლილება არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას. სრულად არის შენარჩუნებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის არსებული პარამეტრები. შესაბამისად, არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.

ვაზუსტებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე, სახელსაწყო ფრენის წესებით (IFR) შესრულებულ ფრენებზე, სადაც შესაძლებელია საკონდენსაციო კვალის წარმოქმნა, დაბალ სიმაღლეზე შესრულებული ვიზუალური ფრენები კი (VFR) შეზღუდვას არ ექვემდებარება.

ცვლილება ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს, ისევე როგორც ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, რაც აბასთუმანის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებას გააძლიერებს.
აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, სადაც ბუნებრივი და სამკურნალო რესურსები ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის უნიკალურ, მრავალფუნქციურ სივრცეს. თანამედროვე გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება ისეთ კურორტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სუფთა ჰაერს, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსა და ბუნებრივ სიმშვიდეს. სწორედ ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი პირობებითა და გამაჯანსაღებელი გარემოთი.

  რა საშიშროების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს კარტოფილის გადაჭარბებული მოხმარება

კურორტის კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ფიჭვნარი, მინერალური წყლები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე ერთობლიობაში განაპირობებს მის მაღალ ღირებულებას როგორც სამკურნალო, ისე რეკრეაციული ტურისტული მიმართულების თვალსაზრისით.

აბასთუმანის კურორტის მდგრადი და კომპლექსური განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან განვითარებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ცვლილება ხელს შეუწყობს აბასთუმანში ტურისტული და სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე აღვნიშნავთ, რომ განხორციელებული ცვლილება არ წარმოადგენს ბარიერს საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შპს „საქაერონავიგაციასთან“ ერთად, აგრძელებს მუშაობას საჰაერო სივრცის უსაფრთხო, ეფექტიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მართვის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.