ეკვადორში ციხის ბუნტს მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია 14 ადამიანი, კიდევ 14 დაჭრილია.
შეტაკებები პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს და პატიმრებს შორის დაიწყო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმრებმა სამართალდამცველებს ყუმბარა ესროლეს და ცეცხლი გაუხსნეს, მოკლეს დაცვის ერთ თანამშრომელი და რამდენიმე მძევლად აიყვანეს. დაკავებულების ნაწილმა ბუნტის დროს ციხიდან გაქცევაც მოახერხა.
13 მათგანი პოლიციამ დააკავა. ძალოვნებმა დაწესებულებაზე კონტროლი შესვლიდან 40 წუთში აღადგინეს.