ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოევროკომისიამ ოფიციალური გამოძიება დაიწყო Google-ს წინააღმდეგ - რაზე აქვთ ეჭვი ევროკავშირში?

ევროკომისიამ ოფიციალური გამოძიება დაიწყო Google-ს წინააღმდეგ – რაზე აქვთ ეჭვი ევროკავშირში?

ევროკომისიამ კიდევ ერთი ოფიციალური გამოძიება დაიწყო ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Google-ის მიმართ. კომისიას აეჭვი აქვს, რომ კომპანიამ მედიასაშუალებების ტექსტური მასალა და YouTube-ზე ავტორების მიერ ატვირთული ვიდეოები საკუთარი AI სისტემის — Gemini-ს — გასაუმჯობესებლად გამოიყენა, თანაც ისე, რომ კონტენტის შემქმნელების თანხმობა არ ჰქონია და ანაზღაურებაც არ გადაუხდია.

ეს ნიშნავს, რომ Google ქმნის მაღალ მოთხოვნად ხელოვნურ ინტელექტს, რომლის მომსახურებაზეც მომხმარებლები ფულს იხდიან, თუმცა მიღებულ შემოსავალს კომპანია არ უზიარებს იმ გამომცემლობებსა და იუთუბერებს, რომელთა მონაცემების გარეშეც Gemini-ს მოდელს არსებულ დონემდე ვერ აიყვანდა. ევროკომისია განსაკუთრებით იმას უსვამს ხაზს, რომ კონტენტი, რომელიც Google-მა საკუთარ AI-ს მიაწოდა, ღირებულ ინტელექტუალურ რესურსს წარმოადგენს და მისი ასეთი გამოყენება უფლებების დარღვევას შეიძლება ნიშნავდეს.

დამატებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ Google კონკურენტ მწარმოებლებს არ აძლევს შესაძლებლობას ანალოგიური მონაცემები გამოიყენონ, რაც შესაძლოა კონკურენციის წესების ხელყოფად ჩაითვალოს.

თუ გამოძიებამ დაადასტურა, რომ კომპანიამ ევროკავშირის რეგულაციები დაარღვია, მას შესაძლოა გლობალური შემოსავლების 10%-ის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს. აღსანიშნავია, რომ Google ამ სფეროში განმარტოებული არ არის — ბოლო თვეებში Meta-ს 230-მილიონიანი სანქცია დაეკისრა, რამდენიმე დღის წინ კი X-ს 140 მილიონი დოლარით დაუწესდა ჯარიმა.

  ქუთაისელი ლუკა წიქვაძე — სამბოს მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი 2025 ✨️ ქალაქის სიამაყე და ეროვნული იმედი ✨️
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი