სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიედ შირანს ინდოეთში პოლიციამ პერფორმანსი შეაწყვეტინა

ედ შირანს ინდოეთში პოლიციამ პერფორმანსი შეაწყვეტინა

ედ შირანს ინდოეთში პოლიციამ პერფორმანსი შეაწყვეტინა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ოთხგზის გრემის გამარჯვებულმა, ედ შირანმა ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში ფანებისთვის პერფორმანსი გამართა, თუმცა მალევე მას გამოსვლა პოლიციამ შეაწყვეტინა, რადგან შესაბამისი ორგანოებისგან ქუჩაში ღონისძიების ჩატარების უფლება არ ჰქონდა მიღებული.

ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელებმა ბრიტანელ მომღერალს ბანგალორის ქუჩაში სიმღერა შეაწყვეტინეს და გიტარა და მიკროფონი ჩამოართვეს.

მოგვიანებით ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტმა შირანის გამოსვლის შეწყვეტის მიზეზი განმარტა. „იმიტომ შევაწყვეტინეთ, რომ ის ქუჩა ძალიან ხალხმრავალია და მუდმივად ვცდილობთ, იქ მოძრაობა არ შეჩერდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ერთი წელია, შეყვარებული ვარ“ – რას ამბობს ნუცა ბუზალაძე რჩეულზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი