პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოეგვიპტეში ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ტურისტი, ერთი კი დაშავდა

ეგვიპტეში ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ტურისტი, ერთი კი დაშავდა

ეგვიპტეში, წითელ ზღავში ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ტურისტი, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ნათქვამია ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც იტალიის მოქალაქეები არიან.

შემთხვევა კურორტ მარსა ალმაში მოხდა. თავდასხმა ზღვაში საცურაოდ განსაზღვრული ზონის მიღმა მოხდა. ზვიგენი ტურისტს ყვინთვის დროს დაესხა თავს. იტალიის მოქალაქე ოჯახთან ერთად ეგვიპტეში საშობაოდ იმყოფებოდა.

ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ აღნიშნულ მონაკვეთში ცურვა ორი დღით აკრძალა.

  „70-მდე ჭრილობა მიაყენეს და მიიმალნენ...“ - როგორია დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი