სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო “პოზიტივი”-ს დღის ამბები 9 სექტემბერი

რადიო “პოზიტივი”-ს დღის ამბები 9 სექტემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები – დღეს, 9 სექტემბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში: თეოფილე დავითაიას, პატარიძის, მშველიძის, და მიმდებარე ქუჩებს.

****

პარალიმპიადის მონაწილეებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, პრემიერი განმარტავს, რომ შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენილები იქნებიან ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები.

****

დღის ამბები – სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598  საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.

****

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ძალიან დიდი ტალანტი აჩვენეს ბიჭებმა კიდევ ერთხელ და აჩვენეს განსაკუთრებული სულისკვეთება, განსაკუთრებული პატრიოტიზმი – სწორედ ამის შედეგია ის არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალციხეში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება.

****

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ სიბიგამ უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

****

კომპანია “თელასის” ცნობით, თბილისში დღეს,  9 სექტემბერს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 18:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის და კრწანისის რაიონების გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეებისა და ბარნოვის ქუჩის მოსახლეობას. 17:30 საათამდე კი დაბა შინდისის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: აღმაშენებლის ხეივანის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში კი 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლიბანის, მოძვის, დავით სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

****

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც რკინაბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომლის საშუალებითაც, სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება.

****

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო.  აღნიშნული პროცესი გულისხმობს სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება.

****

თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი გაიმართა, მხარეები შეთანხმდნენ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, საბაჟო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები,- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

****

ომი უკრაინაში – საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი, დაჭრილია 13. იერიშები იყო სუმის ოლქშიც. დაიჭრა 2 ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი ვოდიანე აიღეს და რამდენიმე საბრძოლო მიმართულებებზე წინ წაიწიეს.

****

გამოიკვეთა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა რეანიმაციული და გართულებული შემთხვევების კოდების არასაკმარისი, ზოგ შემთხვევაში – კრიტიკულად დაბალი დაფინანსება, პრობლემურ საკითხად რჩება თანმხლები დაავადებების ანაზღაურების საკითხი. ცვლილებებს მოითხოვს მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსების საკითხი, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც DRG დაფინანსების მოდელს ეხება. რეკომენდაციების განხილვისას, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ესწრება, აღინიშნა, რომ კომბინირებული ოპერაციების დაფინანსების შეუსაბამო ფასები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

****

16 წლის ბრიტანელი გოგო პრიშა ტაპრე ისტორიაში შევიდა – ის ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ლა-მანშის სრუტე გადაცურა.  ტრიშას განცხადებით, ეს მისი კარიერის მხოლოდ დასაწყისია. მან 21 მილი 11 საათსა და 48 წუთში გაცურა და ეს ყველაფერი ქველმოქმედებისთვის თანხის შესაგროვებლად გააკეთა. გოგონას განმარტებით, ის ჯერ კიდევ ვერ იაზრებს იმ ფაქტს, რომ ლა-მანშის სრუტის გადაცურვა შეძლო, თუმცა თავს კარგად გრძნობს და ამ მიღწევით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

****

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა პროტესტს თბილისში აგრძელებს. ისინი აქციას პარლამენტთან გამართავენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. უკვე კვირაზე მეტია, რაც შუქრუთის ხუთმა მცხოვრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკრა. შუქრუთში კი პროტესტი 180 დღეზე მეტია გრძელდება. შუქრუთელები საკანონმდებლო ორგანოსთან ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, რომ შუქრუთელები წლებია კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია მადანს მოიპოვებს სოფლის მიწის ქვეშ, რის გამოც ინგრევა სახლები, ვარდება ნიადაგი, მოსახლეობა საცხოვრებლისა და სარჩოს გარეშე რჩება.

****

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, პირველად, 7-8 სექტემბერს გემო ფესტი გაიმართა. ფესტივალში ადგილობრივმა მზარეულებმა მიიღეს მონაწილეობა. გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის. გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

****

პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია.   პორტუგალიის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, პატიმრები შაბათ დილით კედელზე კიბის საშუალებით გადაძვრნენ, რა დროსაც  მათ გარედან დაეხმარნენ. პორტუგალიის ციხის მცველთა ეროვნული გაერთიანება აცხადებს, რომ გაქცეული პატიმრები უკიდურესად საშიშები არიან. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ მათ. პორტუგალიის პოლიციამ მათ დასაკავებლად საერთაშორისო დახმარება ითხოვა.

****

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი “დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ”, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად და პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ “კანონპროექტის ძირითად მიზანია ქვეყანაში შეიქმნას დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელსაც ასევე ექნება რამდენიმე ქვემიზანი: დანაშაულის პრევენცია, დანაშაულის გახსნა და გამოძიება, დაკარგული პირების იდენტიფიცირება”.

****

საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში მიმდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო სასწავლო კურსი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ. საქპატენტი აღნიშნულ პროგრამას, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, წელს უკვე მერვედ ახორციელებს.

****

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ანაგასთან მოხდა, სადაც ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. ძლიერი შეჯახების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა და მთლიანად დაიწვა. ავარიის შედეგად, ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

****

12-14 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2024 გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგითა და შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო და ლოკალური სპიკერების სემინარებსა და ვორკშოპებს, გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროში წამყვანი პროფესიონალები. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

****

ვიეტნამში, აზიის ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა “იაგიმ” 59 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავებულია ასობით ადამიანი. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სულ მცირე 44 ადამიანი ძლიერი წვიმებისგან გამოწვეულ მეწყრებს შეეწირა. ქარიშხალი “იაგი” ვიეტნამს შაბათს დაატყდა თავს, რის შემდეგაც “ტროპიკულ დეპრესიამდე შემცირდა”, მაგრამ ხელისუფლებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქვეყნის რეგიონებში მოსალოდნელია ახალი წყალმოვარდნები, მეწყერი და ძლიერი ქარი, რადგან ქარიშხალი ვიეტნამის დასავლეთისკენ მიემართება.

****

წელს 6 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34%-ით შემცირებულია. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში, 768.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ეს მაშინ, როდესაც, შარშან ნახევარი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 1.165 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 396.4 მლნ აშშ დოლარით მეტია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წელს, მხოლოდ მეორე კვარტალში, 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მაჩვენებლები გაზრდილია. რაც შეეხება 2024 წლის 1-ლი კვარტალის მაჩვენებლებს, იანვარ-მარტში ქვეყანაში 194.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 645 მლნ აშშ დოლარი იყო.

****

ლიფტების პერიოდული ტექინსპექტირების ჩაუტარებლობის გამო, 2020 წლიდან დღემდე დაჯარიმებულია 28 ამხანაგობა, – ამის შესახებ  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ტექნიკური ინსპექტირება 5047 ლიფტს აქვს გავლილი. სააგენტოს განმარტებით, ეს ის ლიფტებია, რომელთა შემოწმებისთვისაც სააგენტოს მიმართეს და შესაბამისი ინსპექტირება განხორციელდა.

****

­თუშეთის საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, საუბარია ფშაველი-აბანო-ომალოს ლოტი III (კმ25.5-კმ35.9) შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 300 334 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 5 ოქტომბერს იწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში 51.6 მლნ ლარია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება.

****

საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოში 1.72 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გასული წელთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 1.68 მილიონზე მეტი ავტომობილი ფიქსირდება. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია რეგისტრირებული. მათი რაოდენობა 215 447-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს TOYOTA – ამ მარკის 187 022 ავტომობილია საქართველოში. ამასთანავე, მესამე ადგილზე არის FORD-ი. საქსტატის მიხედვით, საქართველოში FORD-ის მარკის 165 974 ავტომობილია. მეოთხე ადგილს კი იკავებს VAZ-ი 153 579 ავტომობილით. ხუთეულს ხურავს OPEL-ი. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული მარკის 146 876 ავტომობილი არის რეგისტრირებული.

****

Shein-ი დაTemu ამერიკის მთავრობის მიერ შემოთავაზებული გამოძიების სამიზნე გახდნენ. მიზეზად „საბავშვო სასიკვდილო პროდუქტების“ გაყიდვები სახელდება. სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის ორმა ლიდერმა გამოქვეყნებულ ღია წერილში განაცხადეს, რომ მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს. Shein-ის განცხადებით,  მომხმარებელთა უსაფრთხოება მათი უმთავრესი პრიორიტეტია და შესაბამისობის პროგრამების განსახორციელებლად ისინი მილიონობით დოლარს ხარჯავენ.  რაც შეეხება Temu-ს, მათი თქმით, პლატფორმაზე ყველა გამყიდველი მოითხოვს, დაიცვას მოქმედი კანონები და რეგულაციები, მათ შორის ისინიც, რომლებიც პროდუქტების უსაფრთხოებასთან არის კავშირში.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri 

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი