სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

დღის ამბები პოზიტივზე

ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 ნოემბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.

****

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, 06:00 საათიდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში.

14:15 საათიდან 17:15 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, ზაჰესში.

17:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში

მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

****

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა მოხდა დაბა ჩოხატაურთან, რომლის მაგნიტუდაც  4.1-ს შედგენდა.

მიწისძვრა თბილისის დროით 00:27 საათზე დაფიქსირდა.

****

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის „ქართული ღვინო“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახლების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინის და საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ღვინოები.

ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დეგუსტაციას იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი უძღვებოდა.

****

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ილინკას დასახლება აიღეს, – ამის შესახებ ანალიტიკური პროექტი DeepState-ი იუწყება.

”მტერმა ილინკას ოკუპაცია მოახდინა და ასევე წინ წაიწია ნოვოდონეცკთან, ტრუდოვოისა და კუპიანსკთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

DeepState-ის ცნობით, რუსები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ.

****

14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება.

****

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში – Web Summit 2024 ში მონაწილეობს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, საქართველო ღონისძიებაზე მათი სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, მასშტაბური სივრცით არის წარმოდგენილი.

ამასთან, მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა StartUP in Georgia-ს ინიციატივით დაიგეგმა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე სტარტაპების განვითარებას უწყობს ხელს.

****

გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 100 000 მოწამის ხსენების დღეს.

მეტეხის ხიდზე მრევლი ტრადიციულად, ყოველ წელს, საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება და ერთობლივი ლოცვით პატივს მიაგებს გმირ წინაპრებს.

****

ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთავაზობს. ინფორმაციას Reuters-ი, ოთხ დიპლომატსა და სააგენტოს მიერ ნანახ წერილის შინაარსზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილში ბორელი წერს, რომ სერიოზული შეშფოთება არსებობს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევის შესახებ და რომ ეს შეშფოთება, ჯერჯერობით, ისრაელის მიერ საკმარისად არ არის განხილული.

****

მალე საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი შეიქმნება, რაც დონაციაში უფასო სურსათის გადანაწილების პროცესის ორგანიზებულობას და მოსახლეობისთვის მიწოდებას გულისხმობს.

„სურსათის ბანკი“ ინსპექტირებას ექვემდებარება და გაწერილი აქვს ვალდებულებები სურსათის შენახვასთან, საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა განმარტა, შეწირული საკვები განკუთვნილი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს.

****

გარემოს ეროვნულ სააგენტოში გეოლოგიური ანგარიში მომზადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გეოლოგიური ანგარიში წარმოადგენს საფუძველს გეოლოგიის ყველა მიმართულებისთვის.

დაინტერესებულ პირებს გეოლოგიური ანგარიშის გაცნობა გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაცულ არქივში შეუძლიათ.

****

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ნორვეგიის ადვოკატთა ასოციაციის ოსლოს მხარის ხელმძღვანელსა და ნორვეგიელი ადვოკატების დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით ასათიანი ნორვეგიელ კოლეგებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ასოციაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა.

****

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და  სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში, ვილნიუსში იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტი მიმდინარე განვითარების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

****

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, რაფაელ გროსი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა გარდა რაფაელ გროსი ირანელ ოფიციალურ პირებს, მათ შორის ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი თეირანში გუშინ ჩავიდა.

****

საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბერძნული SKY express-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, შეასრულებს.

****

საქართველოში უკვე მეორედ, 29  ნოემბერს, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – Ecommerce Day 2024 გაიმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა,  ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და სტრატეგიული პატრნიორობის შექმნაა.

****

ხვალ, 15 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩა N1-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ტექნიკური სამუშაოების გამო მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა საჭირო, რაც 15 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე სამგორის რაიონში წყალმომარაგებას შეზღუდავს.

****

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 21 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„14 ნოემბრის ღამეს მტერმა კურსკის ოლქიდან 59 დრონი გაუშვა, მათგან 21-ის ჩამოგდება დადასტურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დანარჩენი 38 რუსული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

****

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2024 წლის სამ კვარტალში საზღვარგარეთ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებში 444 999 ლარი დახარჯა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.

ამავე მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციამ   სულ 18 135 ლარის ხარჯი გაიღო ქვეყნის შიდა ვიზიტებზე.

****

„უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს,“  აღნიშნულია კვლევაში.

მოცემული ფაქტორი წინა პერიოდებში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. კვლევის თანახმად, ამ კუთხით ამჟამად ლარის გაუფასურებაზე დამატებითი ზეწოლა აღარ იკვეთება, თუმცა ჯერ-ჯერობით არც ვალუტის მკვეთრი მიწოდება შეინიშნება.

****

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში სიახლეებია. „სემეკის“ მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი ხდება საერთო გათბობის ქვაბის მონტაჟი, სადაც ამ ქვაბის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე საფასური, საყოფაცხოვრებო ტარიფით დაერიცხება, ინდივიდუალური თბოენერგიის მრიცხველების გამოყენებით.

ამასთან, ახალი სისტემა  გაზის მოხმარებას წლიურად 70%-მდე შეამცირებს.

****

„ისეთი ობიექტები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკადრო რესურსის მოძიებას შესაძლოა, 24-საათიანი აღარ იყოს,“

სუპერმარკეტების ქსელებში საკადრო დეფიციტი, ძირითადად ახალმა სფეროებმა გააჩინა, სადაც დასაქმება არასრული განაკვეთით და ამასთან, ონლაინ არის შესაძლებელი.

ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ხაბაშვილმა განაცხადა.

****

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პერიოდულად საწვავის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს.

ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბენზინისა და დიზელის ხარისხის შემოწმება ბოლოს თებერვალში განხორციელდა.

ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმდა დიზელის ხარისხიც.

აღნიშნულმა სამუშაოებმა რამოდენიმე დარღვევაც აღმოაჩინა სხვადასხვა გასამართ სადგურებზე.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი