სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები 12 ნოემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 12 ნოემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

2024 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 23%იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ით არის შემცირებული. 2024 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 865 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

****

2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველომ, ვიეტნამსა და ჩინეთთან ერთად, რუსეთიდან ტურისტული ნაკადის ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა.

ამის შესახებ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის  სასაზღვრო სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებში წერია.

კერძოდ, საქართველოში რუსეთიდან ტურისტული ნაკადი 447,8%-ით გაიზარდა და ამ მონაცემით ქვეყანა წამყვან სამეულში მეორე ადგილზეა. პირველზე ვიეტნამია, სადაც ნაკადი 936-ჯერ გაიზარდა,  მესამე ადგილზე ჩინეთია 426,6 %-ანი მატებით..

****

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  ნავთობსადენის პირველი სამი კვარტლის საოპერაციო ხარჯმა, დაახლოებით, 104ი მილიონი დოლარი, ხოლო კაპიტალურმა ხარჯმა 28 მილიონი დოლარი შეადგინა.

შესაბამისად, საოპერაციო ხარჯი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,9%-ით, ხოლო საოპერაციო ხარჯი 12%-ით გაიზარდა.

****

ერთ თვეში, საქართველოს ბენზინი 5%-ით, ხოლო დიზელი 2%-ით გაუძვირდა. ბენზინის ღირებულება 32,3 დოლარით, ხოლო დიზელის 10,93 დოლარით არის გაზრდილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამდე, საწვავის ფასი ბოლო 4 თვის განმავლობაში ,სექტემბრის ჩათვლით შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.

****

გასულ წელთან შედარებით წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 20-30%-ით მცირე იქნება“ – როგორც კივის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა, დემურ ფიფიამ  განაცხადა, ამის მიზეზი პროდუქტის ფესვთა სისტემის ავადმყოფობაა.  რომელიც დიდი ალბათობით, კალიიდან გავრცელდა. მკურნალობაზე გვყავდნენ კვლევითი ინსტიტუტიდან წარმომადგენლები, რომლებმაც აიღეს ნიმუშები, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი დაადგინეს. კივი ხმება  და არ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ“, – განაცხადა დემურ ფიფიამ.

მისი თქმით, წელს ხილის ექსპორტზე გატანაც, გასულ წელთან შედარებით, მცირე მოცულობით იქნება შესაძლებელი.

****

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

შეზღუდვა თბილისის რაიონის რამდენიმე უბანს, მცხეთის რაიონისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.

დღეს,  12 ნოემბერს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წოდორეთი, ზემო ლისი, შვინდების მიწა, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”,

****

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, 13 ნოემბრის დილის 06:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 13 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან 14 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონს – ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის და მიმდებარე ქუჩებს.

****

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების მიზნით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ირინე წაქაძე სიტყვით გამოვიდა პანე-ლურ დისკუსიაზე, რომლის მონაწილეებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბავშვთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ, ყურადღება გაამახვილა, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ნორმები ორიენტირებულია ბავშვთა მიტოვების პრევენციასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფაზე.

****

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შვედური ონლაინ სამოგზაურო ჟურნალის რედაქტორებსა და ბლოგერს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. პრესტური შვედეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.

პრესტურის ფარგლებში შვედური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი მოინახულეს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ქართულ გასტრონომიას, ღვინოს, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო კურორტებსა და კულტურულ ტურიზმს გაეცნენ.

****

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი კრისტი ნოემი 2019 წლიდან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორია.

ასევე, CNN-ის ცნობით, ამერიკისის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილედ სტივენ მილერის კანდიდატურას დაასახელებს.

****

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტოზური მკურნალობა უახლოეს დღეებში დაიწყება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ განაცხადა, მედიკამენტი საქართველოში უკვე ჩამოსულია.

 

პროგრამაში ამ ეტაპზე ჩართული არის 15-ზე მეტი დაწესებულება, სადაც შესაძლებელია როგორც კვლევის, ასევე მკურნალობის ჩატარება“, –

შეგახსენებთ, რომ საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო. პაციენტები სერვისს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

****

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია ქალაქ ნიუ იორკში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა.

გამოფენა,  თავს უყრის მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინოების წარმოების უძველეს ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ისტორიას. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.

****

ამსტერდამში ათობით ადამიანმა ტრამვაის პეტარდები ესროლა და ცეცხლი წაუკიდა, დაკავებულია რამდენიმე პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საინფრომაციო სააგენტო  „დოიჩე ველე“ ავრცელებს. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამვაის ფანჯრებიც ჩაიმსხვრა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ტრამვაი ცარიელი იყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს არეულობა გასულ კვირას, ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებზე განხორციელებულ თავდასხმებს.

****

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეების მიერ ბლოკირებული სამი ხიდიდან ერთის – კოდორის ხიდის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს მოჰყვა აქციის მონაწილეებისადმი ე.წ. ხელისუფლების პირობას, რომ დაკავებულებს გაუშვებენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რატიფიცირებას, რაც ნიშნავს რომ რუს ბიზნესმენებს ადგილობრივებთან შედარებით მეტად კარგ და მათთვის მორგებული პირობებით შეეძლებათ ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი ბიზნესი და საქმიანობა.

****

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში დაიწყო. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე 1000 ნერგი დაირგო. გაზარდე საკუთარი ტყე – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც რუსთავის შუაგულში არსებული მტკვრის ჭალის აღდგენას ისახავს მიზნად. გამწვანების აქცია პროექტის „ნაპირზე“ ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან.

****

ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის მიზნების მიღწევამდე არ იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

 

“ჩვენ “ჰეზბოლას” წინააღმდეგ იერიშებს მთელი ძალით გავაგრძელებთ, სანამ ომის მიზნების მიღწევა არ მოხდება. ისრაელი არ დათანხმდება რაიმე სახის შეთანხმებას, რომელიც არ იძლევა გარანტიებს, რომ ისრაელმა ტერორიზმი თავიდან დამოუკიდებლად აიცილოს, ლიბანში ომის მიზნების მიღწევა უზრუნველყოს, მათ შორის “ჰეზბოლას” განიარაღება და ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა,

****

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 

დედაქალაქის მერის თქმით, მომავალი წლისთვის სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. დედაქალაქის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 600 გრძივ მეტრზე ხორციელდება.სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოები 2025 წლის აპრილში დასრულდება.

****

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა.

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სადაც მიმდინარე სამუშაო პროცესს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

ამასთან, განმარტავენ, რომ სამონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი