შაბათი, ნოემბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო “პოზიტივის ” დღის ამბები 4 ნოემბერი

რადიო “პოზიტივის ” დღის ამბები 4 ნოემბერი

დღის ამბები პოზიტივზე 

დღის ამბები –

კორეის რესპუბლიკაში  ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა ემსახურება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

„სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის წინაპირობაა.

ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

….

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

….

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა.

მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ . ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა, – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა კანდიდატმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.

….

ირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლის დაცვამ ის ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა.  გოგონას ვიდეოკადრები თავდაპირველად ერთ-ერთ სტუდენტურ სოციალურ მედია არხზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ჩასვეს სტუდენტი გოგონა მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და წაიყვანეს. „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენის“ ინფორმაციით, დაკავებისას გოგონას სცემეს.

ირანის კანონმდებლობით საზოგადოებრივ ადგილებში ქალებისთვის ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა. ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო  უფლებადამცველი ორგანიზაციები და დაკავებული ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

….

ევროკომისია პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ინდექსის საერთაშორისო რეიტინგს აქვეყნებს, რომელსაც საერთაშორისო შემფასებელი ავტორიტეტული ორგანიზაცია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს.

2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ექვსი ადგილით დაწინაურდა, 49 პოზიციაზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც გამორჩეულად წინმიმავალი ქვეყანა პოზიტიური მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც დასახელდა. კერძოდ, 2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსით მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა და ათწლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

….

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით ორი წლის სტატისტიკას აქვეყნებს. კერძოდ, 2022 წლის ნოემბრიდან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს აღასრულებს და ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში, საქართველოს ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

მიღებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქმეების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება.

2022 წლის ნოემბრიდან – 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, ორი წლის მონაცემებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 1295 განაცხადი დაფიქსირდა.

….

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი მუშაობას 5 ნოემბრიდან განაახლებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა, თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა. ლინიკაში განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიც სადაც განთავსებულია 12– I-II-III დონის ინტენსიური საწოლები, გადაუდებელი დიალიზის საწოლი, იზოლირებული და ბოქსირებული პალატები.

ჯამში, ორივე დეპარტამენტში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.

….

მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმტკიცით, აშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, გუშინ მოლდოველებმა ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს.

„მოლდოველებმა გუშინ ჩვენს ევროპულ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება“, – წერს სანდუ.

….

როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს, მძევლები სახლში დაბრუნდნენ და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს განახორციელოს ღირსების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ კამალა ჰარისმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელი რთული იყო ღაზასა და ლიბანში მსხვერპლის გათვალისწინებით.

….

არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, 2026 წელს „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

როგორც ინტერნეტ გამოცემა Gol Digital-ი იტყობინება, მესი აპირებს კატალონურ გუნდთან შეერთებას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

ამ მომენტისთვის ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელია. კონტრაქტის მიხედვით, არგენტინელი MLS-ის კლუბთან 2025 წლის ბოლომდეა დაკავშირებული. მესიმ, შეიძლება, მოკლეხნიანი კონტრაქტი გააფორმოს „ბარსელონასთან“ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც 2026 წელს 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.

….

ოქტომბერში ფასები წლიურად 0.3%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. კერძოდ, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.

ამავე მონაცემების მიხედვით,წელს ოქტომბერში გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს ნიორი, კივი და ლიმონი.

….

„შვედეთი მზადაა განაახლოს და გააფართოოს საქართველოს მხარდაჭერა, როგორც კი ქვეყანა ევროკავშირის გზას დაუბრუნდება“ – ამის შესახებ განაცხადა შვედეთის საელჩომ.

„როგორც უკვე იცით, შვედეთის მთავრობამ „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ დაავალა, შეაჩეროს შვედეთ-საქართველოს პირდაპირი უწყებათაშორისი განვითარების თანამშრომლობა, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

Sida-მ უკვე მიიღო მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობა და ახლა რეგულარულ პროცედურებს ატარებს მთავრობის ოფიციალური ინსტრუქციების შესასრულებლად.

….

საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა მანქანების მთლიან იმპორტში მხოლოდ 2.2%-იანი წილი უკავია. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-სექტემბერში 144 867 ავტომობილი შემოვიდა, საინაც მხოლოდ 3 265 ერთეული იყო ელექტრო.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს 9 თვეში, გასულ წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ელექტრო მანქანების იმპორტი 133%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ელექტრო ძრავიანი ავტომობილები საქართველოში არც ისე პოპულარულია. მისი თქმით, ერთს მხრივ, ეს არის ფასი და მეორეს მხრივ არასაკმარისი ინფრასტრუქტურა.

….

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე განმარტებით „ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები და აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

….

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები საშობაო ბაზრებს პირველ რიგში ევროპას უკავშირებენ, საძიებო სისტემის ბოლო მონაცემები აჩვენებს გასაოცარ შედეგებს იმის შესახებ, თუ სად სურს წელს ბევრ ადამიანს წავიდეს საშობაოდ. რეიტინგში პირველი ორი ადგილი ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე ქალაქებს ერგო.

InsureandGo-ს ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც აანალიზებს მსოფლიოს რომელ ქალაქებს აქვთ საშობაო ბაზრებისადმი ონლაინ ინტერესის ყველაზე დიდი ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავსტრალიის სიდნეი ლიდერობს, როგორც 2024 წლის საუკეთესო დასასვენებელი ადგილი, ძიებების 233%-იანი ზრდით.

როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, სიდნეი მასპინძლობს სხვადასხვა საშობაო ბაზრებს, რომლებიც მთელ ქალაქში ნოემბრის შუა რიცხვებიდან იხსნება.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

14 November, 2024
ექიმები პაციენტებს ხშირად აშორებენ „უსარგებლო” ორგანოს, რომელიც რეალურად კიბოს ებრძვის

ექიმები პაციენტებს ხშირად აშორებენ „უსარგებლო” ორგანოს, რომელიც რეალურად კიბოს ებრძვის

ნოემბერი 15, 2024
მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

ნოემბერი 15, 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

14 ნოემბერი 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

ნოემბერი 15, 2024
მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

ნოემბერი 15, 2024
ტრიუმფალური თაღი – პარიზის ანტიკური სტილის არქიტექტურა

ტრიუმფალური თაღი – პარიზის ანტიკური სტილის არქიტექტურა

15 ნოემბერი 2024
გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

ნოემბერი 15, 2024
რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy

რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy

ნოემბერი 15, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი