დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები –
ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო,- ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.
****
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. დღეს 31 ოქტომბერს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, ლისი, თხინვალა, მსხალდიდი, ნაფეტვრები, ,და მიმდებარე სოფლებს
****
შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სინჯები საანალიზოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება.
****
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ევრაზიის უნივერსიტეტთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. საბჭოს ახალი შემადგენლობა ევრაზიის რეგიონის 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტდა.
უმაღლესი განათლების ასოციაცია, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა გეოპოლიტ-იკური და კულტურული კუთვნილების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ხელს უწყობს მათ შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას“
****
ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მინიმუმ 92 ადამიანი ვალენსიაში დაიღუპა, ორი - ვალენსიის დასავლეთით, კასტილა-ლა მანჩაში და ერთი მალაგაში.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
****
მუხიანის დასახლებაში რადიოქალაქის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
პროექტი თბილისის მერიის კონცეფციით ხორციელდება ,რომელმაც 2019 წელს აუქციონის გზით შეისყიდა ყოფილი რადიო-ქარხნის ტერიტორია.
კახა კალაძემ პროექტი შეაფასა და განმახორციელებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა.
****
თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა. იუსტიციის სახლის 123-ე ფილიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში, ლევან ზალ-კალიანმა გახსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყებს ცნობით, თერჯოლის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის 500-ზე მეტ სერვისს.
****
საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორებს ბადენ ბადენში ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეხვდნენ.
მათივე ცნობით, ბადენ ბადენი 2024-ის ქართული საღამო 22 ოქტომებრს გაიმართა და მას საერთაშორისო მასშტაბით, 200-ზე მეტი დაზღვევისა და გადაზღვევის პროფესიონალი დაესწრო.
****
სამგორის რაიონში ქსელის განახლების გამო გაზის მიწოდება 6 600 აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
ქსელის რეაბილიტაციის გამო, 31 ოქტომბრის 22:00 საათიდან 1-ელ ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება შემდეგ აბონენტებს:
სამგორის რაიონი, მოსკოვის გამზირი, ნავთლუღი დასახლება, ქინძმარაულისა და მიმდებარე ქუჩებს.
გაზმომარაგება განახლდება პარასკევს – 1 ნოემბრის 19:00 საათამდე.
“თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და გთხოვთ გაზის დანადგარები დატოვეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
****
ისრაელი აცხადებს, რომ ჯარებმა გაანადგურეს იარაღის საწყობები, წარმოების ობიექტები ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზაში. ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის შეტევა გრძელდება და ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჯაბალიაში ბრძოლები მიმდინარეობს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში ტერორისტებმა ათობით ობიექტსა და იარაღის საწყობს დაარტყეს. ღაზას ცენტრალურ ნაწილში კი, მათმა ჯარებმა გაანადგურეს ადგილი, სადაც საბრძოლო მასალის წარმოება ხდებოდა.
****
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.
“აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.
****
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციური პარტიები მორიგ შეხვედრას მართავენ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სხვა წევრები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მომავალი დღეების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მსჯელობენ, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გადაინაცვლებენ და გეგმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
ოპოზიციური პარტიების კონსულტაციას არ ესწრებიან პარტია „გახარია – საქართველოს-თვის“ წარმომადგენლები.
****
შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 226 გემი შეამოწმეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 113 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმ-ართველო ავრცელებს.
****
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში ტრადიციულად ლიდერობენ.
2024 წლის კონკურსში გამარჯვებული 39 პროექტიდან 17 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით.
****
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პროკურატურაში დღეს არის დაბარებული, საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს.
პროკურატურამ დღეს ახალი განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.
****
მარნეულის საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირის დაკავებას, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, როგორც კი უბანზე რამდენიმე ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაყრის ფაქტი მოხდა, მაშინვე დაიხურა აღნიშნული უბანი და დაიწყო გამოძიება, თუმცა მათ ოპონენტებს ამ საკითხზე საუბარი არ სურთ და მის ნაცვლად, წილოსანის შეფასებით, მოგონილ ფაქტებზე საუბრობენ, რომლის უკანაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები