ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები 17 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 17 ოქტომბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები- პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ქართული ღვინო საფერავის დეგუსტაცია-სემინარი „Saperavi Experience: Secrets of Georgia’s Red Treasure“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო პოლონეთის დაბა პშჭევში  გამართულ ღონისძიებას, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდა. მონაწილეები ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.

….

ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

….

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების „კურორტების განვითარების სააგენტოს“ დელეგაციამ სპა-მემკვიდრეობის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპა-ქალაქ სარატოგა სპრინგსში გაიმართა.

„კურორტების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, „ევროპის თერმული მემკვიდრეობის“ კონფერენციაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან აუდიტორიას საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების ისტორია და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები გააცნო.

….

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.

უწყების ცნობით, ფორუმზე 40-ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, სამრეწველო, სამედიცინო, რითეილ, სასტუმრო, სარესტორნო და საოფისე სფეროებიდან. ფორუმში, 200-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა.

„ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. დამსაქმებლებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწორიამ.

….

ორპირის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისს კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღებს. სოფელში, რომელსაც დღეს მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება, მალე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფილიალისათვის გამოყოფილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მოინახულეს.

უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის იუსტიციის სახლები. 2028 წლამდე კი ფილიალების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 133-მდე გაიზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

….

აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია, Azerbaijan Airlines ბათუმში ფრენებს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ AZAL-ის განცხადებაში წერია, რასაც სააგენტო, Trend ავრცელებს.

კერძოდ, AZAL-ი ბაქო-ბათუმი-ბაქოს რეისებს 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით გაახანგრძლივებს. ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას შესრულდება.

AZAL-ის შეფასებით, რეისების გახანგრძლივება “მგზავრებს საშუალებას მისცემს, პოპულარულ ქართულ კურორტზე ზამთრის მგზავრობები კომფორტულად დაგეგმონ.”

ამასთან, ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით 2025 წლის მარტის ბილეთების გაყიდვა გახსნა, რომელიც 14-დან 28 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

….

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა, შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ საპირისპიროდ.

საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამაც.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ოქტომბერი 23, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი