სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიო"რადიო პოზიტივი"-ს დღის ამბები 27 სექტემბერი

“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 27 სექტემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები -საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა – 27 სექტემბერს, თბილისში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება,.

უწყების ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან.

….

ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

პრესრელიზის თანახმად, პრაქტიკული სახელმძღვანელო ,,ბავშვზე მორგებული ეფექტური სანოტარო მომსახურება“ სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და მათი უფლებების სრულფასოვანი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.

სახელმძღვანელოს ნოტარიუსები და სამართლის სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

….

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხ მისამართზე უფასოდ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა 4 ლოკაციაზე შეეძლებათ.

….

საქართველო-სეიშელის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „საქართველოს მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“,- ნათქვამია განკარგულებაში.

….

„მოტოტრანსპორტი დღეს ერთადერთია, რომელიც მართლა მოქნილია ქალაქში გადაადგილებისთვის, რადგან მას არ სჭირდება ყველაზე მნიშვნელოვანი, საპარკინგე სივრცე და ამავდროულად, საცობში გაცილებით უფრო ადვილია მოძრაობა“,ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოში 24 444 მოტოციკლეტი და სკუტერია. ხოლო ზოგადად ქვეყანაში მოტოტრანსპორტად მოაზრებული 28 000 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, რადგან კვადროციკლებიც მოტოტრანსპორტად ითვლება.

….

წყალტუბოს სამკურნალო ტურიზმის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბალნეოლოგიური კურორტი ცნობილია თერმული მინერალური აბაზანებითა და სამკურნალო წყლებით. გარდა აღნიშნულისა, წყალტუბოს სავიზიტო ბარათია ძველი შენობა-ნაგებობები და სანატორიუმები, რომელთა ნაწილიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.

„წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის თეონა ქობულაძის ქმით, წყალტუბო ამჟამად განვითარებულია როგორც ბალნეო კურორტი, თუმცა, აქვს პოტენციალი იმისა, რომ სამკურნალო ტურიზმი სხვა მიმართულებითაც აითვისოს.

….

„ფასები სტომატოლოგიაში, რა თქმა უნდა გაიზრდება“ – ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელი ირინა ბერკაცაშვილი სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ბევრ პრობლემას გამოიწვევს.

„2025 წლის 1-ლი იანვრიდან თითოეული სტომატოლოგი ვალდებული იქნება დააგროვოს 20 უსგ დამადასტურებელი ქულა. ამისათვის მან სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ ტრენინგებზე საკუთარი ხარჯით უნდა იაროს, თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ არცერთი სტომატოლოგი არ არის პროფესიული განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ თითოეულ მათგანს თავის გადარჩენა უწევს კვალიფიკაციის ყოველწამიერი მტკიცებით თავის პაციენტთან“, – განაცხადა ბერკაციშვილმა.

მისი თქმით, გაურკვეველია ისიც, თუ რა სანქციები ეკისრებათ მათ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი