დღეს ფერისცვალებაა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთა ღრუბლით იფარება.

მარიამობის მარხვა ფერისცვალებას თევზით ხსნილია. ამასთან ერთად, დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დღეს ფერისცვალებაა. 19 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეს-ფერისცვალებაა/

  „აპლიკაციაში ტაქსისტად დარეგისტრირება ნებისმიერს შეუძლია, ტაქსს პიკის საათებში ფაქტობრივად, ვერ გამოიძახებთ“ - ფედერაცია რეგულაციების გამკაცრებაზე
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi