დღეს უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი მთამსვლელისა და სამთო გიდის ნიკოლოზ ფალიანის დაბადების დღეა.
ნიკოლოზ ფალიანის შესახებ ფეისბუქგვერდზე სტატუსსა და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს ნიკოლოზის და, ქეთი ფალიანი.
„დღეს ნიკოლოზის დაბადების დღეა, ყველაზე კეთილი, გონიერი, მოსიყვარულე და თბილი და ტკბილი ადამიანის დღე. ყველას გვერდში მდგომი…
ჩემი ძალიან დიდი ძალა, მოტივაცია და გზამკვლევი. როგორი რთულია ეს დღე უშენოდ… და როგორი რთულია ყოველი დღე უშენოდ. ჩვენი ოჯახის დიდი ძალა, ჩვენი ნიკო, როგორ გვენატრები… როგორ გვჭირდები…
თეთეს ძალიან დიდი სიყვარული…“-წერს ნიკოლოზის და სოციალურ ქსელში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


