დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია, სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა და ტრადიციულად წაიკითხება 12 ვნების სახარება, ლიტურგიის შემდეგ, ფეხთბანის რიტუალი შესრულდება.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება. დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, როდესაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება, რომელშიც იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე გადახდა.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
