ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დუქანში ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე მაჩუქებს „შაბაშს“, ეგ არის, არადა,...

„დუქანში ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე მაჩუქებს „შაბაშს“, ეგ არის, არადა, ჩემი სიმღერებით ბევრმა ფული იშოვა“ – როგორ ცხოვრობს ქართული „ფანოღის მეფე“ მერაბ კაშია?

მე­რაბ კა­შია სამ­ტრე­დი­ი­დან თბი­ლის­ში 2000-იან წლებ­ში ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე იც­ნობ­დნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი ფა­ნო­ღის მე­ფეს. მისი სიმ­ღე­რე­ბი “მო­ვალ, მო­ვალ ვა­კის პარკში”, “მინ­და გა­გე­ბუ­ტო ხან­და­ხან,“ “სოფო, სოფო, სოფო, სო­ფი­კო“ და უამ­რა­ვი სხვა – უკვე ამ ჟან­რის ჰი­ტე­ბი იყო.

მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი მო­რი­დე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლია, რომ დღეს მე­რაბ კა­შია იშ­ვი­ა­თად ჩანს. ახლა გლ­დან­ში ცხოვ­რობს, მე­უღ­ლეს­თან, შვილ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად. სა­ღა­მო­ო­ბით დუ­ქან­ში მღე­რის, ხელ­ფა­სი არ აქვს, მაგ­რამ “შა­ბა­შე­ბის“ იმე­დად, კმა­ყო­ფი­ლია, რომ თამ­ბა­ქოს ფული მა­ინც აქვს…

– ბა­ტო­ნო მე­რაბ, რო­გორ ხართ, რო­გორ ცხოვ­რობთ?

– ვცხოვ­რობ ნელ-ნელა, პა­ტა­რა დუ­ქან­ში ვმუ­შა­ობ, ვერ­თო­ბი. ანა­ზღა­უ­რე­ბა არ მაქვს, თუ ვინ­მე რა­მეს მა­ჩუ­ქებს “შა­ბა­შის“ სა­ხით, ეგ არის. ხელ­ფა­სი არ მაქვს. ეს არის მხო­ლოდ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი. ჩემი სიმ­ღე­რე­ბით ბევ­რმა ფული იშო­ვა, მაგ­რამ მე ხან­და­ხან სი­გა­რე­ტის ფუ­ლიც არ მაქვს.

– პე­რი­ო­დუ­ლად ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც გიწ­ვე­ვენ.

– მივ­დი­ვარ, ვიმ­ღე­რებ, მოვ­დი­ვარ. მე არა­ფე­რი არ მაქვს მა­ქე­დან. ან ჩემი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ვინ მე­კი­თხე­ბა რა­მეს. ზოგი კი მე­კი­თხე­ბა, მი­რე­კავს, თქვენს გა­რე­შე არ მინ­დო­და და შე­იძ­ლე­ბა, ვიმ­ღე­როო? შე­ას­რუ­ლე, ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, არა­ვის არა­ფერს ვთხოვ.

– რო­გორც ვიცი, თქვე­ნი ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბის ავ­ტო­რი თა­ვად ხართ.

– დიახ, მე ვარ ტექ­სტი­სა და მუ­სი­კის ავ­ტო­რიც. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­შიც ვი­ყა­ვი გა­წევ­რე­ბუ­ლი, სამ თვე­ში ერთხელ 300 ლარს მი­რი­ცხავ­დნენ, პან­დე­მი­ის დროს არც იმას მი­რი­ცხავ­დნენ და გა­მო­ვე­დი. ბავ­შვო­ბი­დან თავ­მდა­ბა­ლი ვარ, ჩემი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ, ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­ვა­კე­თე, თა­ო­ბე­ბი აღვზარ­დე.

– ისე­თი რეს­ტორ­ნი­დან არ გქო­ნი­ათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, სა­დაც ხელ­ფასს და­გი­ნიშ­ნავ­დნენ?

– არა, ამ დუ­ქან­შიც რომ ვარ, მად­ლო­ბე­ლი ვარ. ორი წელი სრუ­ლი­ად უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი, აი­ვან­ზე ვი­ჯე­ქი და თუ­თუნს ვა­ბო­ლებ­დი. ახლა სი­გა­რეტს მა­ინც ვე­წე­ვი, მა­გის ფულს ვშო­უ­ლობ.

– ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით.

– მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი – გო­გო­ნე­ბი. ერთი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, მე­ო­რე თბი­ლის­ში მას­წავ­ლე­ბე­ლია. ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს – გო­გო­ნე­ბი, ჩემი მე­უღ­ლეც მუ­შა­ობს. ვცხოვ­რობთ რა.

  ტრაგედია თბილისში — ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

– ბინა მა­ინც გაქვთ, თუ ქი­რით ცხოვ­რობთ?

– ერთი ეგ მო­ვას­წა­რი, რომ ბინა ვი­ყი­დე. ორი­ა­თას წელ­ში ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, მა­შინ ფული იშო­ვე­ბო­და, 100 ლარს ფუ­ლად არ ვთვლი­დი, მიყ­ვარ­და ღვი­ნო, დუ­დუ­კი, ქა­ლე­ბი, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში მა­ინც ოჯა­ხია. მე­უღ­ლემ კი იცო­და, ქა­ლე­ბი რომ მიყ­ვარ­და, ახ­ლაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ახლა სად არის სა­შუ­ა­ლე­ბა. ადრე რეს­ტორ­ნის წინ ორი ტაქ­სი მე­ლო­დე­ბო­და.

– რა­ტომ ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ პო­პუ­ლა­რო­ბა?

– პატ­რო­ნი არ მყავ­და. რომ ბნე­ლო­და და სი­ნათ­ლე არ იყო, “ვესნა“ მაგ­ნი­ტო­ფო­ნი მქონ­და და სიმ­ღე­რებს ვწერ­დი. ახლა აღარ ვწერ სიმ­ღე­რებს, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ ახალ­გაზ­რდებს უყ­ვართ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი. “იუ­თუბ­ზე” არ­ცერ­თი ჩემი სიმ­ღე­რა ჩემი ატ­ვირ­თუ­ლი არ არის, არა­და, თურ­მე ვინც ტვირ­თავს, ის ხალ­ხი შო­უ­ლობს ფულს. სულ არ ვი­ცო­დი, რომ აქე­და­ნაც ფული იშო­ვე­ბო­და. არც ის ვიცი, რო­გორ უნდა ავ­ტვირ­თო იქ ვი­დეო.

– დახ­მა­რე­ბა არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია? ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც ხომ გიწ­ვე­ვენ…

– მასე კი მიწ­ვევ­დნენ, “იმედ­ში“ რომ ვი­ყა­ვი, მე და ფა­ქომ დუ­ე­ტი ჩავ­წე­რეთ, მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა ჰქონ­და იმ სიმ­ღე­რას და მე “მარ­შრუტ­კით” წა­მო­ვე­დი შინ. ნა­ბა­ხუ­სე­ვი ვი­ყა­ვი და ლუ­დის ფუ­ლიც არა­ვინ მომ­ცა. ახლა გლ­დან­ში ვმღე­რი “გი­ვის დუ­ქან­ში“, ისე კარ­გად მხვდე­ბა ხალ­ხი, ვუყ­ვარ­ვარ და მა­ფა­სებს. პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, ადა­მი­ანს მა­ფა­სე­ბენ. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია “მინ­და გა­გე­ბუ­ტო“, “ოდა შე­მი­რიგ­დი გოგო“, “ძია კაცო, გაბ­რა­ზე­ბით რად მი­ყუ­რებ.“

– ამ სიმ­ღე­რებს კონ­კრე­ტუ­ლი ად­რე­სა­ტე­ბი ჰყავ­და?

– კი, “ძია კაცო“ ჩემს სი­მამრს და­ვუ­წე­რე. მე­უღ­ლე რომ მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად, მა­შინ 15 წლის იყო, მე ოცის ვი­ყა­ვი. სა­სი­მამ­რომ მი­თხრა, – ცოტა ჭკუა რომ მი­ე­ცე­მა, მერე წა­იყ­ვა­ნეო. მე კი­დევ სიმ­ღე­რა და­ვუ­წე­რე. თე­ო­ნა ჩემს შვილს ჰქვია და მას­ზე დავ­წე­რე, სო­ფი­კო ერთი ახ­ლო­ბე­ლი იყო, ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­ლონ­ში გა­იც­ნო და რო­დე­საც გა­ი­გო, მე­რაბ კა­ში­ას ცოლი იყო, გა­და­ი­რია. მერე და­ვახ­ლოვ­დით და მი­თხრა, ერთი სიმ­ღე­რა სო­ფი­კო­ზეც და­წე­რეო.

  „როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ვთქვი, არ დავნებდები-მეთქი... ამ დიაგნოზის დასამარცხებლად, ძალა შიგნიდან უნდა მოძებნო“ - დარეჯან ხაჩიძე

თა­ვი­დან კა­სე­ტებ­ზე ვწერ­დი სიმ­ღე­რებს, სად იყო მა­შინ სტუ­დია. სამ­ტრე­დი­ა­ში ბა­ზარ­თან პა­ტა­რა ჩამ­წე­რი იყო და პირ­ვე­ლად იქ ჩავ­წე­რე, მახ­სოვს, ასი მა­ნე­თი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, კარ­გი ფული იყო მა­შინ. მერე ბა­თუმ­ში სტუ­დი­ა­ში ვწერ­დი, ოთხ ლა­რად ყიდ­დნენ კა­სე­ტას. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, უკვე დის­კებ­ზე ვწერ­დი სიმ­ღე­რებს, აქაც 200-300 ლარს მაძ­ლევ­დნენ.

ოჯახ­თან ერ­თად
– ადრე მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წილს ხელ­ფა­სე­ბი ჰქონ­დათ და­ნიშ­ნუ­ლი, არც ამ სი­ა­ში მოხ­ვედ­რილ­ხართ?

– არა, მე სხვა დო­ნის მომ­ღე­რა­ლი ვი­ყა­ვი, დიმ­პი­ტა­უ­რი-დამ­პი­ტა­უ­რი და ეგე­ნი დო­ნე­ე­ბი იყ­ვნენ. არც კონ­ცერ­ტებ­ზე მიწ­ვე­ვენ, ერთი შარ­შან იყო, ქუ­თა­ის­ში რეს­ტორ­ნის გახ­სნა­ზე რომ მი­მიწ­ვი­ეს. ხან­და­ხან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზეც მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ქორ­წი­ლებ­შიც. ერთხელ მცხე­თა­ში მი­მიწ­ვი­ეს, სიძე ჩემი ფანი ყო­ფი­ლა. აუხ­ვი­ეს თვა­ლე­ბი და დარ­ბაზ­ში რომ შე­ვე­დი, “მინ­და გა­გე­ბუ­ტო“ ვიმ­ღე­რე. სი­ძეს ეგო­ნა, კომ­პი­უ­ტერ­ში იყო ჩარ­თუ­ლი და ნა­ჭე­რი რომ მოხ­სნეს და და­მი­ნა­ხა, გა­და­ი­რია კაცი, არ ელო­და.

– პან­დე­მი­ის დროს რო­გორ ცხოვ­რობ­დით?

– სო­ფელ­ში ვი­ყა­ვი, სამ­ტრე­დი­ა­ში, სი­მინდს ვთე­სავ­დი.

– გულ­და­წყვე­ტი­ლი ხართ, მაგ­რამ იუ­მო­რის გრძნო­ბას ინარ­ჩუ­ნებთ.

– რა თქმა უნდა, იუ­მო­რი თა­ვი­დან­ვე მქონ­და. რას იზამ, ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს. მთა­ვა­რი ჯან­მრთე­ლო­ბაა, ფული არაა მთა­ვა­რი…

– ამ ინ­ტერ­ვი­უს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წა­ი­კი­თხავს, რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ო­ბა, და­თან­ხმდე­ბით?

– კი დავ­თან­ხმდე­ბი, მაგ­რამ, არ მგო­ნია, შე­მომ­თა­ვა­ზონ. მარ­ტო ღმერ­თის იმე­დი მაქვს, სხვა არა­ვი­სი. რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შენი თა­ვი­თაო. არა­ვი­სი შე­წუ­ხე­ბა არ მიყ­ვარს, მარ­ტო სა­კუ­თარ თავს ვაბ­რა­ლებ ყვე­ლა­ფერს. სიყ­ვა­რუ­ლით ვცხოვ­რობ­დი და ვცხოვ­რობ, სიმ­ღე­რებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, დე­და­ზე და სიყ­ვა­რულ­ზე ვწერ­დი. ქე­ი­ფი და და­ლე­ვა მიყ­ვარ­და. ახლა ვერც ვსვამ, “ზა­პოი“ მე­მარ­თე­ბა, მერე ერთი კვი­რა ვერ გა­მოვ­დი­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ნემსს ვი­კე­თებ ხოლ­მე ერ­თწ­ლი­ანს, რომ არ დავ­ლიო. ახლა მხო­ლოდ ყა­ვას ვსვამ… წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი