შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადრიფტი“ შესაძლოა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აიკრძალოს - დეტალები

დრიფტი“ შესაძლოა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აიკრძალოს – დეტალები

ე.წ დრიფტი შესაძლოა, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის აიკრძალოს – ამას შესახებ ცვლილებების შეტანა იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

ინფორმაციისთვის, წინა რედაქციით „დრიფტი“ აკრძალული იყო მხოლოდ ავტომობილებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტმა კანონის ძალა მიიღო, შეზღუდვა გავრცელდება ყველა სახის ტრანსპორტზე.

კანონის დარღვევისთვის ჯარიმა მოქმედი კანონით 300 ლარს შეადგენს. სანქციის თანხის ზრდას ინიცირებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს.

კანონპროექტის ავტორები ელოდებიან, რომ სატრანსპორტო საშუალებების ნუსხის გაფართოება, საბიუჯეტო შემოსავლებზე აისახება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „დრიფტზე“ დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევებზე.

ინიციატორების განცხადებით, „კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება“.

წყარო

  სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი