ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი უსაფრთხოების მინისტრის, კრისტი ნოემის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ ლატარიის პროგრამის შეჩერება ბრძანა. აღნიშნულ ინფორმაციას კრისტი ნოემი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
კრისტი ნოემის განცხადებით, სწორედ ამ პროგრამამ მისცა აშშ-ში ჩასვლის საშუალება ბრაუნის უნივერსტიტეტში მომხდარ სროლასა და MIT-ის პროფესორის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.
„ბრაუნის უნივერსტიტეტში სროლაში დამნაშავემ კლაუდიო მანუელ ვალენტემ 20 წელს „მწვანე ბარათი“ მიიღო. ეს საზიზღარი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასოდეს უნდა შემოსულიყო“ – წერს კრისტი ნოემი სოციალურ ქსელში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


