შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ილონ მასკი თანამდებობას „რამდენიმე თვეში“ დატოვებს

დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ილონ მასკი თანამდებობას „რამდენიმე თვეში“ დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას „რამდენიმე თვეში“ დატოვებს.

როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურს, ილონ მასკი თანამდებობაზე „რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს “, თუმცა, აღნიშნა, რომ „დადგება მომენტი, როდესაც მას მოუწევს წასვლა“, ნაწილობრივ იმ კომპანიების გამო, რომელთაც ის ხელმძღვანელობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანს ელოდება, რომ მასკი იმუშავებს მის ადმინისტრაციაში, ტრამპმა უპასუხა: „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ისურვებს“. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, მასკი თანამდებობას, სავარაუდოდ, „რამდენიმე თვეში“ დატოვებს.

ამასთან, მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Newsmax-თან ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომ მასკი თანამდებობაზე უსასრულოდ არ დარჩებოდა.

  შესაძლოა, რვაფეხებს ცხოველთა სამყაროში ყველაზე ძველი სასქესო ქრომოსომები ჰქონდეთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი