ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტს ბირთვული განიარაღება სურს, თუმცა იქამდე, ბირთვული იარაღის გამოცდას გეგმავს. დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო, რომელიც ცდებს არ ატარებს.
თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ ბირთვულ იარაღს ცდის რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და პაკისტანიც. ტრამპის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვის განცხადება, რომ იარაღის ახლებურად გამოცდას გეგმავს, ერთგვარი მუქარაც იყო და საკუთარი შესაძლებლობები ვაშინგტონმაც უნდა შეამოწმოს.
„ბირთვული იარაღი უნდა გამოვცადოთ, რადგან ვიცოდეთ, როგორ მუშაობს. თუმცა ჩვენ ამ იარაღის გამოყენება არასოდეს გვსურს. რუსეთმა გამოაცხადა, რომ ტესტირებას გეგმავს. ჩრდილოეთ კორეა მუდმივად ცდის ბირთვულ იარაღს და არ მსურს, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვიყოთ, რომელიც ამ ცდას არ ატარებს. ჩინეთიც ტესტავს ბირთვულ იარაღს, უბრალოდ ამის შესახებ არ იცით, რადგან ამაზე არ საუბრობენ. რუსეთისგან ცოტა მუქარაც მოვისმინეთ. ჩვენ დავიწყებთ ბირთვული იარაღის გამოცდას. ეს აუცილებელია“, – განაცხადა ტრამპმა.


