პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამართალდამცველები მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებშიც შეძლებენ

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სამართალდამცველები მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებშიც შეძლებენ

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს პოლიტიკაზე, რომელიც ზღუდავდა მიგრანტების დაკავებას სკოლებსა და ეკლესიებში, – ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ წერს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიხედვით, სამართალდამცველები შეძლებენ მიგრანტების დაკავებას ისეთ ადგილებში, როგორებიცაა სკოლები და ეკლესიები.

„ეს ქმედება აძლიერებს სასაზღვრო დაცვისა და საიმიგრაციო სამსახურის მამაც ქალებსა და მამაკაცებს, რათა აღასრულონ ჩვენი საიმიგრაციო კანონები და დააკავონ კრიმინალები, მათ შორის მკვლელები და მოძალადეები, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. კრიმინალები ვეღარ შეძლებენ დაკავების თავიდან ასაცილებლად ამერიკის სკოლებსა და ეკლესიებში დამალვას“, – აღნიშნულია აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.

  ფრედი მერკურის სახლი 35 მილიონ ევროდ იყიდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი