სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიდნმ-ის ანალიზმა დაადგინა, რომ ბეთჰოვენს მუსიკალურობისადმი დაბალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა

დნმ-ის ანალიზმა დაადგინა, რომ ბეთჰოვენს მუსიკალურობისადმი დაბალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა

გერმანელ კომპოზიტორს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს მუსიკალურობისადმი დაბალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა – ასეთ დასკვნამდე კანადელი, ნიდერლანდელი, შვედი და ამერიკელი მეცნიერები კომპოზიტორის დნმ-ის შესწავლის შემდეგ მივიდნენ. მათი კვლევის შედეგები ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა.

დნმ-ის ანალიზის მეშვეობით მეცნიერებმა პოლიგენური მაჩვენებელი (PGI) გამოავლინეს, რომელიც ადამიანის გენების სავარაუდო გამოვლენას აფასებს და დაასკვნეს, რომ თანამედროვე ადამიანებთან შედარებით, ბეთჰოვენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო. კერძოდ, კვლევაში მონაწილე ადამიანების 90%-ს მუსიკისადმი მეტი მიდრეკილება ჰქონდა, ვიდრე დიდ კომპოზიტორს.

მეცნიერები აზუსტებენ, რომ გენეტიკური ანალიზის მიხედვით, ბეთჰოვენს არ ჰქონდა რითმების სინქრონიზაციის არსებითი ბუნებრივი უნარი, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მუსიკალური უნარების განვითარებაზე.

კვლევის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ნამუშევარი ასეთი მიდგომის პრობლემებს ააშკარავებს.

„ჩვენი მიზანი იყო ამ მაგალითზე გვეჩვენებინა გენეტიკური პროგნოზების შედგენასთან დაკავშირებული პრობლემები. შეუსაბამობა დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით გაკეთებულ პროგნოზსა და ბეთჰოვენის მუსიკალურ გენიას შორის მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ბევრ რამეს გვასწავლის. ეს გვაჩვენებს, რომ გენეტიკურ ტესტებს არ შეუძლია საბოლოო პასუხი მოგვცენ კითხვაზე რამდენად ნიჭიერი აღმოჩნდება ადამიანი“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ტარა ჰენეჰოვიჩმა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი