დიდ ბრიტანეთში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება – დაკავებულია 147 პირი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
არეულობა ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში მიგრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე სულ მცირე 147 ადამიანი დააკავეს. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 10 სამართალდამცველი. როტერჰემში მანიფესტანტები თავს დაესხნენ სასტუმროს, სადაც მიგრანტები ცხოვრობდნენ. მათ შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს და ნაგვის ურნები დაწვეს, ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს კი ქვები და ბოთლები დაუშინეს.

საპროტესტო გამოსვლები ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა. 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს და ადგილობრივ მეჩეთზე სცადეს თავდასხმა. შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი უელსში დაბადებული რუანდელი ემიგრანტების შვილია. მას განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დიდ ბრიტანეთში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება – დაკავებულია 147 პირი. 5 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დიდ-ბრიტანეთში-მიგრანტებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi