შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალების და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელების ე.წ. დრიფტის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ 2007 წელს დაბადებული ნ.გ.-მ, 2002 წელს დაბადებული თ.ლ.-მ, 2005 წელს დაბადებული ჯ.მ.-მ და 2002 წელს დაბადებული ლ.ვ.-მ სხვადასხვა დროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტი გამართეს.
სამართალდამცველების მიერ ოთხივე მათგანი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე და 121-ე მუხლის I ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


