პრინცი ჰარი და მეგანი მარკლი წლების შემდეგ ბრიტანეთს დაუბრუნდნენ. ოფიციალური მიზეზები ბუნდოვანი რჩებოდა, თუმცა ახლა სულ უფრო მეტი დეტალი ჩნდება, რომელიც ამ გადაწყვეტილების კულისებს ახსნის.
Daily Mail-ის გამოცდილი სამეფო კორესპონდენტი რიჩარდ კეი ამბობს, რომ ჰარის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი სტიმული დედამისის — პრინცესა დიანას შესახებ ფილმის შექმნაა. კეის ცნობით, პრინცმა უკვე დაიწყო კომუნიკაცია დიანას ახლობლებთან და ძველ მეგობრებთან, რომელთა ჩართვასაც ფილმში გეგმავს.
დროის შერჩევა შემთხვევითი არ არის. 2027 წელს პარიზში პრინცესას ტრაგიკული დაღუპვიდან 30 წელი სრულდება. ამ იუბილეს გარშემო უკვე იგეგმება სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიება, რაც დიანას სახელს ისევ საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში დააბრუნებს.
სწორედ ეს გახლავთ ის კონტექსტი, რომელშიც ჰარისა და უილიამის ისედაც მძიმე ურთიერთობა კიდევ უფრო გამოსაცდელად იქცევა. Palace Confidential-ის ბოლო გამოშვებაში კეიმ განაცხადა, რომ ძმებს ოთხი წელია ფაქტობრივად არ ესაუბრებიათ ერთმანეთთან. ბოლო ერთობლივი გამოჩენა 2023 წლის მაისში, მეფე ჩარლზის კორონაციაზე, დაფიქსირდა.
კეის შეფასებით, უილიამი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ საკითხის მიმართ — ჰარი საზოგადოების თვალში ყოველთვის დიანასთან ასოცირდება და ძმების ღია კონკურენცია დედის მემკვიდრეობაზე, ბუნებრივია, სამეფო ოჯახში დამატებით დაძაბულობას ქმნის.
საინტერესოა, რომ ჰარი ამ სფეროში მარტო არ მოქმედებს. დიანას ძმამ, ერლ სპენსერმაც ახლახანს გამოაცხადა, რომ მის შესახებ ახალი წიგნი დაასრულა, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. ასე რომ, პრინცესას გარდაობის 30 წლისთავი, სავარაუდოდ, ბევრ ახალ გამოცხადებასა და მედიური ყურადღების ახალ ტალღას მოიტანს.
Sheni Ambebi News
წყარო: www.ambebi.ge

