ტრადიციულად, ადამიანები დეკემბერში უფრო ხშირად მოგზაურობენ. ზოგი ჩქარობს ოჯახებს ეწვიოს შობა-ახალი წლის ერთად აღსანიშნავად, ზოგს კი უბრალოდ, მოკლე შვებულება სურს. ასეთი გაზრდილი მღელვარება აუცილებლად ზრდის ავიაბილეთების ფასებს „ყველაზე ცხელ“ დღეებში.
ტურისტული კომპანია Adventure Life-ის მოგზაურობის ექსპერტების აზრით, 2024 წელს ავიაბილეთები ყველაზე ძვირი ორშაბათს, 16 დეკემბერს და პარასკევს, 20 დეკემბერს იქნება.
ეს თარიღები, სავარაუდოდ, ყველაზე დატვირთული იქნება აეროპორტებში და „ფასები შეიძლება გაიზარდოს მაღალი მოთხოვნის გამო”. ამის ნაცვლად, მათ მოგზაურებს შესთავაზეს ფრენის დაგეგმვა ორშაბათს, 23 დეკემბერს, როდესაც „ფასები იკლებს“. 28-დან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი „ასევე ნაკლებად ძვირია”, ვიდრე სხვა პერიოდები შობის დღეეებში.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მოგზაურს მიაჩნია, რომ შობის დღეზე ფრენა ფულის დაზოგვის საშუალებაა, ეს ყოველთვის ასე არ არის, რადგან ბევრ ადამიანს აქვს იგივე აზრი“, – ციტირებს მოგზაურობის ექსპერტებს Daily Mail-ი.
ამავდროულად, ტურისტებს, რომლებიც ასე არ არიან დამოკიდებული კონკრეტულ თარიღებზე, ურჩევენ განიხილონ დეკემბერის პირველ რიცხვებში ან თუნდაც ნოემბრის ბოლოს მოგზაურობის შესაძლებლობა.
„არამარტო შეგიძლიათ თავი აარიდოთ ავიაბილეთების სიძვირეს, არამედ ბევრი მიმართულება უკვე მორთულია საშობაო დეკორაციებით ნოემბრის ბოლოს, რაც საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ სადღესასწაულო განწყობით ხალხმრავლობის გარეშე“,- აღნიშნავენ ექსპერტები.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). დეკემბრის 2 თარიღი, როცა ავიაბილეთები ყველაზე ძვირი იქნება. 29 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დეკემბრის-2-თარიღი-როცა-ავ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T00:36:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
