დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

როგორც ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, ოჯახის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ წერილობითი დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ.

„გიორგი მამალაძემ მისჯილი ცხრა წლიდან მოიხადა შვიდი წელი. შესაბამისად, ის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა საპატიმრო, მოხდილი სასჯელიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, პროკურორის ვერსიით, დაზარალებული პიროვნება ვინც არის, მან დაწერა წერილობით, რომ თანახმა იყო, ვადაზე ადრე განთავისუფლებულიყო მამალაძე საპატიმროდან. ყველა ერთობლივი გარემოებებით, ჩვენ ნამდვილად გვქონდა მოლოდინი, რომ ის გათავისუფლდებოდა. გიორგი მამალაძისგან მოვისმინე ე.წ. უდოთი გათავისუფლების შესახებ. არ ჩაგვბარებია არანაირი წერილობითი დოკუმენტი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ გაავრცელა.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია!“ – დაწერა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. 14 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დეკანოზი-გიორგი-მამალაძე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi