ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადევნილთა სააგენტო, 800-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო, 800-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია, სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 2025 წელს სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა, 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 13 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.

შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ხელფასები იზრდება - 2026 წელს იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმებისა და მანდატურების ხელფასები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი